მომღერალი ნინო ჩხეიძე სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც შემოქმედებაზე ისაუბრა.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, მას უფრო სევდიანი სიმღერები მოსწონს:
„სიყვარულით და ახალი სიმღერებით სავსე ვარ. არის სიმღერები გაუგებარ სიტუაციებზე, ქარი იყო, წვიმდა და ა.შ. არ მიყვარს მოხეტიალე სიმღერები, ძალიან სევდიანი მიყვარს, უნდა იყოს ძალიან შეყვარებული და დაქვესკნელებული. მომწონს ეს ტანჯვა. ყველა ტექსტი უნდა მოვირგო, სათამაშო სიყვარულზე, გესლიანი მინიშნებებით. არ უნდა გადამეჩვიოს, გადავირევი რომ გადამეჩვიოს. ბევრს ჰგონია რომ მხიარული სიმღერები მიყვარს, არადა რაც უფრო ტანჯვაზეა ეგ უფრო მიყვარს.
რაც უფრო უბედურ ტექსტს ვმღერი, მით უფრო მოდის ასეთი სიტუაციები ჩემთან. ამიტომ მინდა ხალხს ვურჩიო, არ მოგწონდეთ ასეთი სიმღერები. რატო დამტოვე, მომკალი და ა.შ. სამყაროში რასაც ვუშვებთ, იმას გვიბრუნებს, სიმღერით ორმაგად ძლიერდება ნეგატივი“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სიმბას მიწაზე მივდივარ, ძმაო...“ - რა კადრებს აქვეყნებს გიო ჯობავა
⭕„ეკლესიურობა არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა...“ - თეოდორე გიგნაძე