თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. მოზარდს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მუსიკოსი და ტელეწამყვანი ნატალია ქუთათელაძე გამოეხმაურა.
„გუშინ ტროტუარზე პატარა ბიჭი იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა.
ბავშვი ცოცხალია, მაგრამ ფეხის ამპუტაცია მოუწიათ ექიმებს, სხვა მრავალ დაზიანებებთან ერთად.
მძღოლზე არაფერს დავწერ.
ჩვენ კი, როგორც საზოგადოება ვერ შევდექით. არავის გვაინტერესებს ჩვენი სახლის ზღურბლს იქით რა ხდება.
სხვისი გათვალისწინება „ტეხავს”. რაც უფრო არ დაემორჩილები კანონს, უფრო „მაგარი” ხარ, სადარბაზოში ლიფტში მოსაქმება არა უშავს, ფანჯრიდან ნაგვის გადაყრა არა უშავს, წითელზე 120-ით გასვლა არა უშავს,
„გონკაობა” არა უშავს, ტელევიზიებიდან დედის გინება არა უშავს, ერთმანეთის შეურაცხყოფა არა უშავს და აბა რა „უშავრს?”, – წერს ნატალია ქუთათელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 39 წლის გახდებოდა