Digest Logo

„გეხმარებათ, გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, აიღოთ ლიდერობა და დიდ შედეგს მიაღწიოთ“ - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

1790585117
თაკო მელიქიშვილი

💰 28 სექტემბერი წარმატების, ფულისა და მილიონერის კოდის დღე!

დღეს ნამდვილი ჯეკპოტია! 28 რიცხვი მილიონერის კოდს ატარებს, ხოლო დღის ენერგიები: 1 • 2 • 3.

გეხმარებათ, გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, აიღოთ ლიდერობა და დიდ შედეგს მიაღწიოთ.

🔥 დღეს ხასიათი, სიმამაცე და შინაგანი სიმტკიცე გაგიძლიერდებათ. ადამიანები რჩევისა და მიმართულების მისაღებად მოგმართავენ და თქვენც კარგად გეცოდინებათ, რა და როგორ უნდა გააკეთოთ.

🏃‍♀️ დღის დადებითად გასატარებლად დილა ფიზიკური აქტივობით დაიწყეთ. გაღვიძებისთანავე ჩართეთ საყვარელი მუსიკა და იცეკვეთ. ეს ენერგიას სწრაფად აგიმაღლებთ.

☕ შემდეგ გემრიელი ყავა დალიეთ და აფირმაციები გაიმეორეთ: „მე სიუხვეს ვიზიდავ“, „მე წარმატებული ვარ“, „ფული ჩემს ცხოვრებაში მარტივად შემოდის“.

👑 ამის შემდეგ კი სამყაროს დაპყრობას შეუდექით! დღეს შეძლებთ, ადამიანებს გზა ლამაზად გაუკვალოთ, ასწავლოთ, რჩევა მისცეთ და წინ გაუძღვეთ ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ საკუთარ ენერგიას დადებითად შეინარჩუნებთ.

🪙 თქვენი ცოდნა და ენერგია უსასყიდლოდ არ გასცეთ: დღეს ენერგიის სწორი გაცვლა მნიშვნელოვანია.

📚 ეს სწავლისთვის იდეალური დღეა. შეიძინეთ კურსები, გაეცანით ახალ ცოდნას, დაკავდით შემოქმედებითობით და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. რეალიზაციის ენერგია 3 ინფორმაციისა და შემოქმედების საშუალებით საკუთარი თავის გამოხატვაში დაგეხმარებათ.

💵 საკუთარ თავზე ფულის დახარჯვაც სიხარულით შეგიძლიათ. იყიდეთ ის, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ, და მიეცით საკუთარ თავს უფლება, იგრძნოთ: „მე ამას ვიმსახურებ“. იყავით ყველაზე ბედნიერები, წარმატებულები, სიყვარულით სავსე და რეალიზებულები!

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცვლილებების შიში: რატომ გვიჭირს იმის დატოვება, რაც აღარ გვაბედნიერებს? - ფსიქოთერაპევტის განხილვა

⭕სიახლეები ურთიერთობებში, ფინანსური შესაძლებლობები და კარიერული ცვლილებები - როგორი იქნება 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა დაქორწინდა - „გილოცავთ, ღმერთი გფარავდეთ ორივეს“

✕