Digest Logo

სიახლეები ურთიერთობებში, ფინანსური შესაძლებლობები და კარიერული ცვლილებები - როგორი იქნება 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1790581757
	ჰოროსკოპი

28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ურთიერთობებში, ფინანსებსა და ყოველდღიურ საქმიანობაში გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს. კვირის განმავლობაში გამოიკვეთება უსიამოვნო ასპექტები, რომლებმაც შესაძლოა, კონფლიქტები, ემოციური დაძაბულობა და მოულოდნელი ცვლილებები გამოიწვიოს. ამასთან, ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, პერიოდი მხოლოდ გამოწვევებით არ შემოიფარგლება - ცალკეულ ნიშნებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, ახალი იდეები, წარმატებული მოლაპარაკებები და ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებები ელით.

განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ საკითხებსა და ურთიერთობებს უნდა დაეთმოს. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, გაძლიერდეს ეჭვიანობა, წყენა, გაუგებრობა ან იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების სურვილი. ამავე დროს, კვირის მეორე ნახევარში რამდენიმე ნიშნისთვის იქმნება ხელსაყრელი პირობები კარიერული წინსვლისთვის, ახალი ნაცნობობებისა და შემოქმედებითი საქმიანობისათვის.

ვერძი

კვირის დასაწყისში შესაძლოა, მწვავე კამათი და კონფლიქტი წარმოიშვას. მკვეთრმა სიტყვებმა შეიძლება, განსაკუთრებით მტკივნეულად იმოქმედოს, ამიტომ დაპირისპირებაში ჩართვასა და იმპულსურ რეაქციებს მოერიდეთ. სამშაბათს დაგროვილი ენერგიის სპორტში ან ფიზიკურ აქტივობაში მიმართვა სასარგებლო იქნება. ყურადღება მიაქციეთ ზედმეტ ხარჯებსაც. 

ხელსაყრელი პერიოდი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის კვირის მეორე ნახევარში იქმნება. ხუთშაბათს ურთიერთობებსა და მგზავრობასთან დაკავშირებულ საკითხებში წინსვლა გელით, შაბათი კი ოჯახურ ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოგიტანთ. კვირა დასვენებისა და ძალების აღდგენის დღეა.

კურო

კვირის დასაწყისში შესაძლოა, გაღიზიანება და მგზავრობისას კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვას. სამშაბათსა და ოთხშაბათს ენერგიისა და შესაძლებლობების მხრივ კარგ ფორმაში იქნებით, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობებში წყენა და გაუგებრობაა მოსალოდნელი. ამ პერიოდში ურთიერთობების გარკვევასა და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას მოერიდეთ.

ხუთშაბათს მოულოდნელი ფინანსური იდეები და კარიერულ საკითხებში იღბლიანი შესაძლებლობები გამოჩნდება. პარასკევს მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებას შეძლებთ. უქმეებზე თბილი ურთიერთობები, დასვენება და სასიამოვნო კომუნიკაცია გელით.

ტყუპები

კვირის დასაწყისში მეგობრებთან ან კოლექტივში კამათია მოსალოდნელი. სამშაბათს შესაძლოა, განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ და ფარულმა განცდებმა შეგაწუხოთ. ამ პერიოდში ზედმეტი ვალდებულებების აღებას მოერიდეთ.

ხელსაყრელი შესაძლებლობები ხუთშაბათსა და პარასკევს გამოჩნდება. ბევრი საინტერესო იდეა, წარმატებული ნაცნობობა და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით წინსვლა გელით.

კირჩხიბი

კვირის დასაწყისში შესაძლოა, ზედმეტად მკვეთრი რეაქციები გამოავლინოთ, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდება. სამშაბათსა და ოთხშაბათს შეიძლება, ძველი წყენები კვლავ გააქტიურდეს. ემოციების აყოლას მოერიდეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე საკუთარ თავს დრო მიეცით.

ხუთშაბათს ყურადღება შინაგან განცდებსა და ინტუიციას მიაქციეთ. ამ პერიოდში საკუთარ ქვეცნობიერთან მუშაობა და შინაგანი ხედვების გამოყენება სასარგებლო იქნება. შესაძლოა, ოჯახისგან მოულოდნელი მხარდაჭერაც მიიღოთ. შაბათი განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა - მომხიბვლელი, ჰარმონიული და სიყვარულითა და შემოქმედებითი ენერგიით სავსე იქნებით.

ლომი

კვირის დასაწყისში მგზავრობისას კონფლიქტები, კამათი და გაღიზიანებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, ერთდროულად გააქტიურდეს კარიერული და ოჯახური საკითხებიც, რაც სამსახურსა და სახლს შორის ბალანსის დაცვას გაართულებს.

ხუთშაბათს იღბლიან შესაძლებლობებს მეგობრებისგან, სოციალური პროექტებისა და ახალი ნაცნობობებისგან მიიღებთ. შაბათი მშვიდი და ჰარმონიული იქნება - მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებზე ზრუნვასა და დასვენებას. კვირა საქმეების დასრულებისა და ძალების აღდგენისთვის გამოგადგებათ.

ქალწული

კვირის დასაწყისში შესაძლოა, ფინანსურმა საკითხებმა კონფლიქტი ან არსებული ვალდებულებების გამწვავება გამოიწვიოს. ფინანსურ კამათში ჩართვას მოერიდეთ. სამშაბათსა და ოთხშაბათს სწავლასა და მგზავრობასთან დაკავშირებულ საკითხებში უთანხმოებაა მოსალოდნელი.

ხელსაყრელი პერიოდი ხუთშაბათს გექნებათ. კარიერული წინსვლა და წარმატებული მოლაპარაკებებია მოსალოდნელი. შაბათს მეგობრებისა და თანამოაზრეებისგან მხარდაჭერას მიიღებთ. კვირა შედარებით პასიური დღეა და მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვას მოერიდეთ.

სასწორი

კვირის დასაწყისი დაძაბული იქნება. ურთიერთობების გარკვევას ნუ შეეცდებით ნურც სახლში და ნურც სამსახურში - ემოციურმა საუბარმა შესაძლოა, ვითარება უფრო გაართულოს. სამშაბათსა და ოთხშაბათს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სხვის ფინანსებთან, კრედიტებსა და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებში.

ხუთშაბათი სწავლის, მოგზაურობისა და ფილოსოფიურ თემებთან დაკავშირებული საკითხებისთვის შთამაგონებელი იქნება. უქმეებზე სიმშვიდე და განტვირთვა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მორიელი

კვირის დასაწყისში სამსახურსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა, ძლიერ გადატვირთვას იწვევდეს. ნერვულ დაძაბულობას ყურადღება მიაქციეთ და ეცადეთ, კამათსა და მწვავე დაპირისპირებას თავი აარიდოთ. მოსალოდნელია ფარული გაღიზიანება, ურთიერთობებში წყენა და ეჭვიანობა.

დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლებაში სპორტი და ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ. ხუთშაბათი ტრანსფორმაციის პერიოდია - გამოიყენეთ შინაგანი ხედვა და ყურადღება მიაქციეთ სხვის რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებს. შაბათი მგზავრობისა და სწავლის მიმართულებით იღბლიან შესაძლებლობებს მოგიტანთ. კვირას ახალი საქმის დაწყებას მოერიდეთ და დრო დასვენებას დაუთმეთ.

მშვილდოსანი

კვირის დასაწყისში მეგობრებთან კონფლიქტებია მოსალოდნელი. სამშაბათს შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა საკითხებმა შეგაწუხოთ. წყენის დაგროვებას ნუ მისცემთ საშუალებას, რომ ვითარება კიდევ უფრო გაართულოს - ეცადეთ, უარყოფითი ემოციები დროულად გაუშვათ.

ხუთშაბათმა პარტნიორობასა და მოლაპარაკებებში იღბლიანი შესაძლებლობები შეიძლება, მოიტანოს, შაბათი კი პირად ცხოვრებასა და საერთო ფინანსებში ჰარმონიისთვის ხელსაყრელი იქნება. კვირა დასვენებისთვის დაიტოვეთ და მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გადაწყვეტას მოერიდეთ.

თხის რქა

კვირის დასაწყისი დაძაბული იქნება, განსაკუთრებით პარტნიორობის საკითხებში. სამშაბათსა და ოთხშაბათს უფრო რომანტიკული განწყობა დაგეუფლებათ და ურთიერთობებისთვის მეტი დროის დათმობის სურვილი გაგიჩნდებათ.

ხუთშაბათს საქმიან სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის არასტანდარტული გადაწყვეტაც იპოვოთ. შაბათი პარტნიორობისთვის ხელსაყრელი იქნება და თბილ შეხვედრებსა და სასიამოვნო ურთიერთობებს მოგიტანთ. კვირა შედარებით პასიური იქნება - დრო ძალების აღდგენას დაუთმეთ.

მერწყული

კვირის დასაწყისი დაძაბული იქნება. ურთიერთობებში შესაძლოა, მკვეთრმა სიტყვებმა და გაღიზიანებამ იჩინოს თავი. ამასთან, მოსალოდნელია კონფლიქტი სახლსა და სამსახურს შორის არსებული საკითხების გამო.

სამშაბათს სახლის ფინანსურ საკითხებს დაუთმეთ ყურადღება, ოთხშაბათს კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის შეკავება და პაუზის აღება ჯობს. ხუთშაბათი თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება - შემოქმედება, რომანტიკა, შვილებთან დაკავშირებული საკითხები და არასტანდარტული იდეები გააქტიურდება. შაბათი სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინაში ჰარმონიას მოგიტანთ. კვირას მშვიდად დაისვენეთ და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დრო სუფთა ჰაერზე გაატარეთ.

თევზები

კვირის დასაწყისში ფინანსური ზეწოლა, ფულის გამო კამათი და გაუგებრობაა მოსალოდნელი. შესაძლოა, პრობლემები მგზავრობასთან დაკავშირებულ საკითხებშიც წარმოიშვას, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ხელსაყრელი პერიოდი ხუთშაბათს დგება. განსაკუთრებით ოჯახის თემასთან დაკავშირებით შესაძლოა, მოულოდნელი მხარდაჭერა მიიღოთ. უქმეებზე მეტი დრო საკუთარ თავს დაუთმეთ, შთაგონება კი ოჯახურ და რომანტიკულ ურთიერთობებში იპოვეთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა დაქორწინდა - „გილოცავთ, ღმერთი გფარავდეთ ორივეს“

🎥 „თქვენი დროა, იზიდავთ ხალხს, იღბალი მაღალია“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕„იმდენად დიდ სიყვარულს ვატარებ ჩემში, მენანება ადამიანებამდე არ მივიტანო, არც იზომება, არც მარტივად აიხსნება“ - ლიზა ყენია

წყარო: www.beaumonde.ge

✕