სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს თუ როგორი იქნება 2025 წელი კირჩხიბებისთვის.
როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით.
„წარმატებული წელი გელით, რადგან იუპიტერი, ყველაზე კეთილი პლანეტა, თქვენს ნიშანში იქნება ივნისიდან წლის ბოლომდე. ახალი წელი თქვენთვის შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ბოლო 12 წლის განმავლობაში.
გექნებათ პიროვნული ზრდისა და სამუშაოსთან დაკავშირებული ახალი პერსპექტივების შესაძლებლობა, თუ ცხოვრების ახალ ეტაპს დაიწყებთ, შეძლებთ კარიერულ ზრდას, საკუთარი ბიზნესის გახსნას, შეძლებთ თავი გამოაცხადოთ მაღალი დონის პროფესიონალად.
ენერგიის მოზღვავება, ოპტიმისტური დამოკიდებულება, მომავალზე ორიენტირება - ამ ყველაფერს მომავალ წელს მოგცემთ იუპიტერი. ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესზე. იუპიტერი გაძლევთ შანსს შეცვალოთ თქვენი ჩვევები, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე და შეიძინეთ სასარგებლო. მათ, ვისაც უკვე აქვს ჯანმრთელობის პრობლემა იუპიტერი გაუმჯობესებას ჰპირდება.
გაითვალისწინეთ, რომ ივნისში და ივლისის პირველ ნახევარში შესაძლოა არაკეთილსინდისიერი ადამიანები გამოჩნდნენ, დაგედევნონ, წინსვლის შესაძლებლობა არ მოგცენ, ამიტომ ნუ მიაქცევთ მათ ყურადღებას და ნუ შეხვალთ დაპირისპირებაში.
გველი არ მიესალმება ინტრიგებს, სკანდალებს, მაგრამ ეხმარება მათ ვინც გონივრულად იქცევა.
თქვენი შვილების ცხოვრებაში იქნება გლობალური ცვლილებები, გექნებათ ფინანსური შესაძლებლობების გაუმჯობესების შანსი, თქვენი მეორე ნახევრის საქმეც აღზევდება და თქვენი შემოსავალიც გაიზრდება. გათხოვილი კირჩხიბებიც გაიხარებთ 2025 წელს“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕იმ ადამიანების დაბადების თარიღები, რომელთა ცხოვრება 2025 წელს მნიშვნელოვნად შეიცვლება