Digest Logo

„გილოცავთ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს...“ - რას წერს ასტროლოგი მზის ტყუპებში ტრანზიტზე

1747823257
 ქეთი ოდიშელი.

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ამა თუ იმ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ შემეცნებით ინფორმაციას.

ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს მზის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში ტრანზიტზე და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.

„მზემ ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლა.

გილოცავთ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს: ტყუპებს, სასწორებსა და მერწყულებს, ასევე ვერძებსა და ლომებს, მშვილდოსნებს, ახლა თქვენთვის უკეთესი პერიოდია.

უახლოესი ერთი თვე საკომუნიკაციო თემებისთვის, ტრენინგებისთვის სასიკეთო პერიოდია.

ეცადეთ დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ. თილისმად ამ ერთი თვის განმავლობაში შეგიძლიათ გასაღების სიმბოლო გამოიყენოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕10 რამ, რასაც ადამიანების 98%-ი ძალიან გვიან სწავლობს

⭕„თქვენი ყურება არასდროს მბეზრდება“ - აჩიკო სოლოღაშვილის და თიკა ფაცაციას ახალი ფოტოები

🎥 „ზოგიერთი გრძნობს წვიმას, ზოგი კი მხოლოდ სველდება“ - სალომე ღვინიაშვილის ცეცხლოვანი ცეკვა წვიმაში