Digest Logo

10 რამ, რასაც ადამიანების 98%-ი ძალიან გვიან სწავლობს

1747822093
ადამიანები

როდესაც თავიდანვე მიხვდები, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, ბევრად უკეთესად გაართმევ თავს, თუმცა, ადამიანების უმეტესობა ღირებულ გაკვეთილებს ცდისა და შეცდომის გზით სწავლობს.

ცხოვრების უდიდესი გაკვეთილების შესწავლა და მათი ადრეულ ეტაპზე გამოყენება დაგეხმარებათ უფრო სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროთ. სანამ დრო ჯერ კიდევ გაქვთ, დაუთმეთ ერთი წუთით ყურადღება იმას, რაც ნამდვილად უნდა იცოდეთ, თუ გსურთ, ბედნიერად იცხოვროთ.

ასაკი მხოლოდ ციფრებია

ერთი რამ, რასაც ადამიანების უმეტესობა ძალიან გვიან და მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილებით სწავლობს, არის ის, რომ ახალგაზრდობა სუბიექტურია.
ბავშვობაში 25-30 წლის ადამიანები ღრმად მოხუცები გვგონია, სინამდვილეში შენ ისეთი ახალგაზრდა ხარ, როგორც თავს გრძნობ; არასდროს არის გვიან, რომ გახდე ის, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყავი.

დრო ყველაზე ძვირფასია

ცხოვრებაში ბევრი რამის დაბრუნება შეიძლება, მაგრამ დროის ვერა, ის არასოდეს ბრუნდება. როდესაც ახალგაზრდები ვართ, გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დრო გვაქვს ყველაფრის გასაკეთებლად, მაგრამ ცხოვრება ხანმოკლეა. დედამიწაზე თქვენი დრო ზომიერად გამოიყენეთ და ნუ გაფლანგავთ მას უყურადღებოდ და ფუჭად.

დაუთმეთ თქვენი დრო იმ საქმეებს, რაც გაგაძლიერებთ, როგორიცაა პიროვნული ან პროფესიული ზრდა, ოჯახური კავშირები, ან სხვებისთვის დახმარების გაწევა. მოერიდეთ ადამიანებს, ადგილებსა და ნივთებს, რომლებიც ცხოვრებას გაცლით და ძვირფას დროს გაფლანგვინებთ.

შენი სხეული შენი ტაძარია

მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ცხოვრობდეთ ან რამდენად კარგი სახლიც არ უნდა გქონდეთ, თქვენ მხოლოდ ერთი ნამდვილი სახლი გაქვთ და ეს თქვენი სხეულია; ის გაცნობებთ, როდესაც რაღაც არ არის რიგზე - პოზიტიური თვითსაუბარი და ჯანსაღი აზროვნება თქვენი სხეულის მოვლა-პატრონობის ღირებული ინსტრუმენტებია.

იყავი საკუთარი თავი

საუკეთესო ადამიანი, ვინც შეგიძლია იყო, შენი თავია, რადგან ყველა დანარჩენი მეორეხარისხოვანია; როდესაც შეძლებ ჭეშმარიტად გახდე საკუთარი თავი, აღმოაჩენ, რომ ასე თავს საკმაოდ კარგად გრძნობ.
ადამიანები, რომლებიც ავთენტურები არიან, ნაკლებ სოციალურ ზეწოლას განიცდიან, რადგან იციან ვინ არიან და სჯერათ, რომ საკმარისი არიან.

შენ არ ცდები, შენ მხოლოდ იმარჯვებ ან სწავლობ

წარუმატებლობა ცხოვრების ნაწილია, რომელიც შენს ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს. ყოველთვის არის რაღაც გაკვეთილის სწავლა, თუნდაც ყველაზე დიდი დანაკარგების დროს. თუ გადაურჩი გამოწვევას, ესე იგი წინ წახვედი, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ რისკების აღების, იყავით გაბედული.

მთავარი ის კი არ არის, რა იცი, არამედ ის, თუ ვის იცნობ

როდესაც ცხოვრება რთულდება, არავის აინტერესებს თქვენი ტიტული და არც ის, რამდენს გამოიმუშავებთ. შეიძლება ისეთი გამოწვევის წინაშე დადგეთ, რომ მხოლოდ ლაპარაკი მოგინდეთ ისეთ ვინმესთან, ვინც თქვენზე ზრუნავს.

ბედნიერებისა თუ განსაცდელის დროს, თქვენ უკავშირდებით ყველაზე საყვარელ ადამიანებს, რათა თქვენთან ერთად გაიზიარონ ეს დღე.

ფულის შესახებ ადრევე გაიგეთ

ფული ყველაფერი არ არის, თუმცა, ის დაგეხმარებათ მიზნებისა და ცხოვრებისეული ვნებების რეალიზებაში. ჩვენი უმეტესობა ფულის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებს, როდესაც ის არ გვაქვს; სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ვისწავლოთ, თუ როგორ გავზარდოთ და შევინარჩუნოთ სიმდიდრე ადრეულ ასაკში.

შეიყვარეთ საკუთარი თავი

პატივი ეცით, დააფასეთ და გაუფრთხილდით საკუთარ თავს ისე, როგორც პარტნიორს. გამოიჩინეთ სიკეთე და ყურადღება საკუთარი თავის მიმართ და გამოიჩინეთ მადლი, როდესაც შეცდომას უშვებთ.
გახსოვდეთ, თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული!

შექმენით საკუთარი თავის ხელახლა

ზოგიერთი ჩვენგანი თითქმის სამუდამოდ რჩება ერთსა და იმავე პროფესიაში ან ურთიერთობაში და ფიქრობს, რომ უკვე ძალიან გვიანია იმისთვის, რომ აზრი შეიცვალოს, მაგრამ თქვენ გაქვთ აბსოლუტური ავტონომია საკუთარ თავზე და თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების წამყვანი ადამიანი; თქვენზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტთ თქვენს მომავალთან დაკავშირებით. შეგიძლიათ შეცვალოთ მიმართულება და გადახვიდეთ სხვა გზაზე ნებისმიერ დროს.
ასე რომ, აკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ, იპოვეთ მიზანი და იცხოვრეთ მისით სრულად.

ბედნიერება შიგნიდან მოდის

წარმოიდგინეთ ჩვენი იმედგაცრუება, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ არც ფული, არც ადამიანი და არც ნივთები არ გვანიჭებს ბედნიერებას. გამოდის, რომ ბედნიერება არის გონების მდგომარეობა, რომელსაც თავად ირჩევთ, გარემოებების მიუხედავად. ბევრმა ადამიანმა ეს არ იცის, ამიტომ ისინი ყველგან ეძებენ ადამიანს, ვინც საბოლოოდ მისცემს მათ იმ ნეტარებას, რასაც იმსახურებენ.

როდესაც შეწყვეტთ გარეგანი დადასტურების ძიებას და საკუთარ თავში მოექცევით, აღმოაჩენთ, რომ ბედნიერება მხოლოდ თქვენიდან მოდის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენი ყურება არასდროს მბეზრდება“ - აჩიკო სოლოღაშვილის და თიკა ფაცაციას ახალი ფოტოები

🎥 „ზოგიერთი გრძნობს წვიმას, ზოგი კი მხოლოდ სველდება“ - სალომე ღვინიაშვილის ცეცხლოვანი ცეკვა წვიმაში

🎥 გაიცანით ბიჭი, რომელიც მის სკოლაში ერთადერთი მეთორმეტეკლასელი იყო - „მინდა ჩემით იამაყოს მასწავლებლებმა, მშობლებმა და ჩემმა მხარემ“

წყარო: trend.ge