Digest Logo

გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც რამდენიმე საათში ახდა! - „კავშირი არის იარაღთან და შენობების შესაძლო აფეთქებასთან“

1759679296
გოგა მანია

5 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ, „დაიჯესტს“ ეზოტერიკოსი გოგა მანია ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა. მან გვითხრა, რომ ცალკეული ადამიანების დაპატიმრებას ხედავდა, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ იარაღთან და შენობების შესაძლო აფეთქებასთან:

„ახლა კი ახალი ხილვის შესახებ მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია: იქნება შიდა ნგრევები, ვხედავ ბევრი მანქანის დაწვას, დაზიანებებს... ჟურნალისტები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. ვხედავ სისხლის დაღვრას, ცალკეული ადამიანების დაპატიმრებას, რომელთა კავშირი არის იარაღთან და შენობების შესაძლო აფეთქებასთან. ამასთან ერთად - ძალიან ბევრი ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრებას. მათ დააკისრებენ დიდ ვალდებულებებს.

ძალიანაც არ მინდა, გამართლდეს ჩემი ადრინდელი წინასწარმეტყველება, სადაც ვამბობ, რომ „ვარდების მოედანი“ წითლად უნდა შეიღებოს. ნანუკა ჟორჟოლიანზე და ბატონ ბურჭულაძეზე ვხედავ - ისინი აღმოჩნდებიან იმ პარტიათა სიაში, რომელთა წევრებსაც დააკავებენ. ვურჩევ, არ გადააჭარბონ, რადგან ამას მოჰყვება შესაბამისი ცუდი შედეგები.

სიკეთე ჩემს ხალხს და სამშობლოს! მუდამ სიკეთით სავსე ქვეყანაში გვეცხოვროს“, - ამბობდა გოგა მანია „დაიჯესტთან“ ინტერვიუში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „აპრილში დაბადებული ადამიანებისთვის მთავარია მამასთან ურთიერთობა... რატომ დაიბადეთ ამა თუ იმ თვეს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ - რას ამბობს თაკო მელიქიშვილი

„ადამიანი ავად რომ გახდება, მაშინ ხვდება ჯანმრთელობის ფასს, რომ დაიტანჯება, მაშინ ხვდება ბედნიერების ფასს“ - მამუკა რაშოიანი

🎥 „არ ნიშნავს დაბალ კალორიულს... კალორაჟი ფაქტობრივად იდენტურია“ - სანდრო გოგოხია უშაქრო შოკოლადზე