Digest Logo

🎥 გოგა მანიას წინასწარმეტყველება რომის პაპთან დაკავშირებით ასრულდა - რას ამბობდა ეზოტერიკოსი

1745241077
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

მან რამდენიმე თვის წინ, კონკრეტულად კი 4 მარტს რომის პაპზე იწინასწარმეტყველა, რომ მისი ჯანმრთელობა გაუარესდებოდა და გარდაიცვლებოდა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს რომის პაპი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„რამდენიმე თვის წინ ვისაუბრე რომის პაპთან დაკავშირებით, რომ მას ექნებოდა ზუსტად ის პრობლემები რა მდგომარეობაშიც ახლა არის. მაქვს ასევე ჩანაწერები ამ თემასთან დაკავშირებით.

წელს არ ვფიქრობ, რომ მისი მდგომარეობა გამოსწორდება. მქონდა 3 მთავარი პაპის სიკვდილი ნაწინასწარმეტყველები, სამი მღვდლის ასე დავარქვათ.

სანამ მე ამ მდგომარეობამდე მივედი, ძალიან რთული გზების გავლა მომიწია. ამ საქმეს მთლიანად ჩემი თავი დავუთმე“, - ამბობდა გოგა მანია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენი სააღდგომო სუფრა“ - გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა ოჯახურ კადრებს გვიზიარებენ

⭕ბიძინა ივანიშვილი: თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

⭕„სი­კე­თით სავ­სე შვი­ლი მყავ­და, ვის რას უშა­ვებ­და, რომ ამ აღ­დგო­მის ღა­მეს სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტეს... 5 ტყვია ეს­რო­ლეს“ - ახმეტაში მოკლული კაცის დედა