
მსახიობი, ტელეწამყვანი და მომღერალი გიორგი ცხადაძე ქართულმა საზოგადოებამ მუსიკალურ შოუ „მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობის დროს გაიცნო.
გიორგიმ რამდენიმე წლის წინ ოჯახი შექმნა და წყვილს უკვე პატარა გოგო ნენე ჰყავს. ცხადაძის მეუღლე ჟურნალისტი სალომე ლემონჯავაა.
გიორგი და სალომე ერთმანეთს სკოლის პერიოდიდან იცნობენ.
მათი ურთიერთობა და ოჯახური ცხოვრება საზოგადოების ყურადღებას ხშირად იქცევს, წყვილი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამჯერად ისინი სააღდგომო სუფრის ფოტოებს და ოჯახურ კადრებს უზიარებენ გამომწერებს.
„გილოცავთ, ვინც აღნიშნავთ, ჩვენი სააღდგომო სუფრა გაზაფხულია“, - წერს წყვილი.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩვენი სააღდგომო სუფრა“ - გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა ოჯახურ კადრებს გვიზიარებენ
⭕მარიამ შენგელია წითელ კაბაში პოზირებს - „შეუდარებელი, დახვეწილი და გემოვნებიანი“