Digest Logo

„გრძნობების ღიად გამოხატვა ხშირად სისუსტესთან ასოცირდება...“ - 19-21 სექტემბერი: მთვარე თხის რქაში, რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

1789803145
რი, რამაზ გიგაური

„19-21 სექტემბერი: მთვარე თხის რქაშია.

 მთვარე თხის რქაში „გამოძევებულია“.

საერთოდ, მთვარე კირჩხიბის მმართველია. იქ ის საკუთარ ნიშანშია, სადაც ემოციები, ხასიათის სირბილე, უსაფრთხოებისა და მზრუნველობის განცდა ბუნებრივად ვლინდება.

თხის რქა კი კირჩხიბის ზუსტად საპირისპირო ნიშანია, რომელსაც ცივი და „მკაცრი“ სატურნი მართავს.

ყველაფერი, რასაც მთვარე-კირჩხიბი იძლევა, აქ ქრება და იცვლება. ეს სატურნის სამფლობელოა“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ასტროფსიქოლოგიურ დონეზე ეს შემდეგნაირად ვლინდება:

✅ ემოციების ბლოკირება და კონტროლი: ამ დროს გრძნობების ღიად გამოხატვა ხშირად სისუსტესთან ასოცირდება. ემოციებზე წინ გადმოდის ვალდებულება, დისციპლინა და პასუხისმგებლობა.

✅ უსაფრთხოების სპეციფიკური აღქმა: თხის რქის მთვარე თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს არა მაშინ, როცა ეფერებიან, არამედ მაშინ, როცა ყველაფერი დაგეგმილად და რაც მთავარია, სტაბილურად მიმდინარეობს.

✅ პრაქტიკული მზრუნველობა: მთვარე ზრუნვაა, მაგრამ თხის რქაში ის ზრუნავს კონკრეტული საქმეებით, ანუ პრაგმატულად, ფინანსურად და არა სიტყვებით.

და ბოლოს, ეზოთერულად მთვარე თხის რქაში მწვერვალზე ასვლაა, სადაც სიცივეა, ყინულებია, ზვავსაშიშროებაა ან ბასრი კლდეებია და ქვათაცვენაა. ეს ჰგავს მთასვლელს, გამხდარს, ძლიერს, ძარღვიანს, დაშაშრული სახით, წამწამებზე ყინულის ფიფქებით, მაგრამ მტკიცე სახით.

ასე რომ, დღეს, ხვალ, ზეგ - მორჩით წუწუნს და წინ იარეთ. რაც არ უნდა დაღლილი იყოთ, ნუ მოდუნდებით და ნუ დაწვებით თოვლზე - ეს სიკვდილია!

🏔️ წინ იარეთ, როგორც მთასვლელმა“, - წერს რამაზ გიგაური.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ტრაქტორი გაუფუჭდა თანასოფლელ ბიჭს და მისახმარებლად მისულან, ამ დროს დაეჯახათ დიდი სატვირთო“ - ვინ არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიისას დაღუპულები?

⭕ „ქელეხის მეორე დილას ყველას საკუთარი დარდი ჩაითრევს“ — რატომ არ ღირს ცხოვრების სხვების საამებლად დახარჯვა: რას წერს ლევან შელეგია

⭕„კარგად მუშაობს თვითპროგრამირების პრაქტიკები...“ - 19 სექტემბრის ენერგიები