Digest Logo

„გვიკეტავენ მეხსიერებას იმის შესახებ, თუ ვინ ხარ და რისი უნარი გაქვს“ - ბედის მატრიცა: რას ამბობს კახა კვარაცხელია

1789474664
კახა კვარაცხელია

ეზოტერიკასა და სულიერ პრაქტიკებში სულ უფრო პოპულარული ხდება „ბედის მატრიცა“ — ენერგეტიკული სისტემა, რომელიც ადამიანის დაბადების თარიღზე დაყრდნობით მისი სულის პოტენციალს, კარმულ ამოცანებსა და ფარულ ტალანტებს შიფრავს. ეზოტერიკოსების განმარტებით, მატრიცა არის ერთგვარი „სულიერი რუკა“, რომელიც გვეხმარება გავაანალიზოთ, თუ რატომ მეორდება ჩვენს ცხოვრებაში კონკრეტული სცენარები და როგორ ვიპოვოთ საკუთარი ჭეშმარიტი დანიშნულება.

სწორედ მატრიცის შესახებ სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი და ნუმეროლოგი კახა კვარაცხელია ინფორმაციულ პოსტს გვთავაზობს:

„მატრიცა — ეს არც გალია და არც შეთქმულებაა, როგორც ბევრს ჰგონია. ეს არის სივრცე რომელშიც ცნობიერება შედის იმისთვის რომ გამოცდილება განიცადოს.

ჩვენ აქ იმისთვის არ მოსულვართ რომ გადავრჩეთ და ვიტანჯოთ. ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ ადამიანის როლი ვითამაშოთ, რომ სულმა მიიღოს გამოცდილება ევოლუცისთვის და იმისთვის რომ ეს თამაში სამართლიანი იყოს, ჩვენ დროებით გვიკეტავენ მეხსიერებას იმის შესახებ, თუ ვინ ხარ და რისი უნარი გაქვს. ეს სასჯელის სახით არ კეთდება, უბრალოდ ასეთი წესებია.

მატრიცა — ეს პირობების მქონე სისტემაა. ეს არის სცენარების ველი, დაყოფის ილუზია, შექმნილი არა კონტროლისთვის, არამედ ცნობიერების ზრდისთვის. სწორედ ამიტომ მოდიან ადამიანები შენს ცხოვრებაში როგორც მასწავლებლები.

პრობლემები დონეებს ჰგავს, ხოლო მატერიალური სამყარო სინამდვილეში მუშაობს, როგორც სავარჯიშო მოწყობილობა გამოღვიძებისთვის. ყველაფერი რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ — შემთხვევითი არ არის. ეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია.

ყოველი ჩვენი განმეორებადი სიტუაცია — ეს ჩვენში არსებული აქტიური პროგრამაა. რეალობა გარედან არ იცვლება, ის გარდაიქმნება შინაგანი კოდის, შინაგანი მდგომარეობის შეცვლის შემდეგ. ჯერ შენ, შემდეგ — სამყარო და შენ გარშემო არსებული რეალობა.

მატრიცა — ეს სათამაშო მოედანია, შენ — მოთამაშე, შენი სული — დეველოპერი, ხოლო ცხოვრებისეული სიტუაციები — დონეები. მთავარი ჭეშმარიტება რომელიც ბევრს ავიწყდება, შენ უბრალოდ არც პერსონაჟი და არც მსხვერპლი ხარ — შენ სცენარის ავტორი ხარ.

როდესაც ამუშავებ საკუთარ შიშებს, ბლოკებსა და შეზღუდვებს, წყვეტ ცხოვრებას სხვისი თავსმოხვეული როლებისა და წესების მიხედვით, სწორედ მაშინ მატრიცა წყვეტს შენს მართვას და აქეთ-იქით ქაჩვას, პირიქით — ის იწყებს შენზე მუშაობას“, - წერს კახა კვარაცხელია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მაშველებმა მესტიაში დაშავებული ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

⭕„გიხდება პატარებთან ურთიერთობა! “ — ნინო ჩხეიძე ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

🎥 „განსხვავებული სილამაზე ჰქონდა...1991-92 წლებში ხათუნა აკეთებდა ხაჭოს, არაჟანს, ნადუღს და ახლობლებში ვარიგებდით“ - დავით გოგია