Digest Logo

🎥 „განსხვავებული სილამაზე ჰქონდა...1991-92 წლებში ხათუნა აკეთებდა ხაჭოს, არაჟანს, ნადუღს და ახლობლებში ვარიგებდით“ - დავით გოგია

1789460414
დავით გოგია

2024 წლის 15 თებერვალს ყველასთვის საყვარელი მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი არის არის ცნობილი, რადგან იგი დაოჯახების შემდეგ ეკრანებიდან გაქრა.

„იუთუბის“ არხზე ერთ-ერთ გადაცემაში „სარბიელის პოდკასტი“ სტუმრად მისი მეუღლე, ვეტერანი ფეხბურთელი დავით გოგია იმყოფებოდა, სადაც მეუღლის განსაკუთრებულ სილამაზეზე და ოჯახურ იდილიაზე ისაუბრა:

„განსხვავებული სილამაზე ჰქონდა. არაფერი აკლდა. ყველაფერი გამოსდიოდა. ქსოვა ისწავლა, ქსოვდა იდეალურად, მე რომ მეთქვა, ეს ჭიქა ასე გადასწიე, არ გადაწევდა, თუ მას არ უნდოდა.

1991 წელია, რუსები ტოვებენ საქართველოს. ერთ გენერალს ვიცნობდი და მან სუფრაზე თქვა, ჰოლანდიური ჯიშის 6 ძროხა მყავს, აქედან სამი მაკეა, ახლა „თეთრი არწივის” ხალხი მოდის ჩვენს ნაცვლად, დაკლავენ ამ საქონელს, ჯიშიანი ჰოლანდიური ძროხებია და ვინმეს არ უნდაო? მივედი სახლში და ხათუნას მოვუყევი ეს ამბავი, მან მითხრა, მოდი, ვიყიდოთო. დიღომში სახლი გვაქვს. მითხრა, მამაჩემს ავაშენებინებ აქ ძროხის ბაგას და იქ შევიყვანოთო. ამას მოვლა უნდა-მეთქი. გადაწყდა და ასე მოვიყვანეთ 6 ძროხა, ფერმასავით გვქონდა. მოიგო ერთმა ძროხამ ხბო, მოწველა ხომ უნდოდა?! ასაკოვანი ქალები ცხოვრობდნენ მეზობლად და ისინი ასწავლიდნენ მოწველას - მოწველა და ხელი გაუშეშდა. 17 წელი სამტრედიაში გავიზარდე, მაგრამ მეც არ მქონია ძროხასთან შეხება. 80 ლიტრს იწველიდა სამი ძროხა.

1991-92 წლებში ხათუნა აკეთებდა ხაჭოს, არაჟანს, ნადუღს და ახლობლებში ვარიგებდით. ყველაზე მეტად უყვარდა, ბოსელში რომ შევიდოდა, ყველა ძროხას ეფერებოდა. ხელით რომ ვერ მოწველა ძროხები, თურქეთში საწველი აპარატის საყიდლად წავედი. სტამბოლში ძლივს ვიშოვე ელექტროაპარატი და ჩამოვუტანე, მაგრამ შუქები არ იყო და ვუყიდე გენერატორი. შუქი რომ არ იყო, გენერატორს რთავდა და ასე წველიდა ძროხებს. უყვარდა ქათმები. ინდაურისხელა კვერცხებს დებდნენ. სიმინდს რომ გამოიტანდა ქათმებისთვის, კალთაში ჩაუსხდებოდნენ და ასე ეფერებოდა. კატებიც გვყავდა.

საოცარი ბოსტანი ჰქონდა გაკეთებული. კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, მარწყვი, მწვანილები. თავისი ხელით მოყვანილი ბოსტნეული გვქონდა სახლში, ხეხილიც - სხვადასხვანაირი“, - აღნიშნა დავით გოგიამ.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრი ლაპარაკობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი ხათუნას სამსახიობო კარიერის... ეს არ არის სიმართლე" - რას ჰყვება ხათუნა კოტრიკაძის მეუღლე დავით გოგია

⭕ „თუ სულ გასცემ და არაფერს იტოვებ საკუთარი თავისთვის, დაცარიელდები...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕ „საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი ილაპარაკეთ...“ - 15 სექტემბრის ენერგიები