Digest Logo

🎥 მაშველებმა მესტიაში დაშავებული ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

1789469562
დაშავებული პიროვნება

მესტიიდან, მდინარე არშირას მიმდებარედ, ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული პიროვნება მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციით, სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი სალაშქროდ გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

დაშავებულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაშავებული პიროვნება ვერტმფრენის საშუალებით ჩაიყვანეს ქუთაისში, საიდანაც მოხდა მისი კლინიკაში გადაყვანა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გიხდება პატარებთან ურთიერთობა! “ — ნინო ჩხეიძე ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

🎥 „განსხვავებული სილამაზე ჰქონდა...1991-92 წლებში ხათუნა აკეთებდა ხაჭოს, არაჟანს, ნადუღს და ახლობლებში ვარიგებდით“ - დავით გოგია

🎥 „ბევრი ლაპარაკობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი ხათუნას სამსახიობო კარიერის... ეს არ არის სიმართლე" - რას ჰყვება ხათუნა კოტრიკაძის მეუღლე დავით გოგია