Digest Logo

„იაქტიურეთ, გადადგით თამამი ნაბიჯები...ბრწყინვალე შედეგები შეიძლება, ახლა დაიდოს!“ - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური რჩევები მშვილდოსნის თვეში

1764685070
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც დეკემბერში მშვილდოსნის ნიშნის დომინაციასა და მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე წერს:

„მზე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს გადის 21 დეკემბრამდე, მერე კი ახალი ციკლი იწყება! (17:05 სთ-ზე საქართველოს დროით მზე თხის რქის ნიშანში გადაინაცვლებს თუმცა ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით). იქამდე, ცაზე ცეცხლოვანი, დინამიური პროცესებია, რომელიც პრინციპში ნებისმიერ აქტივობას ხელს უწყობს!

მზესთან ერთად მშვილდოსნის ნიშანში მოიყრის თავს: მერკური, ვენერა, მარსი, წინა დღეებში კი მთვარე და ლილიტიც შეუერთდება ამ ცეცხლოვან ფერხულს, აუცილებლად იაქტიურეთ, გადადგით თამამი ნაბიჯები თქვენი სურვილების ფრთა შესხმისთვის!

გამონაკლისია 20 დეკემბერი (ახალმთვარეობაც გვაქვს და გვიან ღამით ლილიტი მშვილდოსანში გადადის), სჯობს ეს დღე მშვიდ, თქვენთვის კომფორტულ გარემოში გაატაროთ.

შეგახსენებთ, რომ მშვილდოსანს მართავს პლანეტა იუპიტერი, რომელიც ძველ ოკულტურ წყაროებში სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, სიმდიდრისა და მატერიალური კეთილდღეობის მმართველია.

იუპიტერი ახლა კირჩხიბის ნიშანს გადის, ეს მდგომარეობა მისთვის საკმაოდ კომფორტულია, ამ შემთხვევაში მისი რეტროგრადულობაც სასიკეთოა, რადგან სწორედ მსხვილ პროექტებში, დიდ საქმეებში, რომელიც აქამდე არ ან ვერ გამოვიდა, ბრწყინვალე შედეგები შეიძლება, ახლა დაიდოს!“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ფერებში მოვრთოთ ნაძვის ხე დადებითი ენერგიებისა და სურვილების მისაღებად? - თიკა ქოქაშვილის რეკომენდაციები

🎥 „სქესი გავიგე იმდენად პატარა ვადაზე...“ - თემო საჯაია და მარიტა ჯანაშია მეორე შვილის მოლოდინში

⭕5 ნიშანი, რომელსაც დეკემბერში, ფინანსური ზრდის შანსი მიეცემა