ფენშუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც საახალწლო სამზადისზე, ნაძვის ხის მორთვასა და 2026 წლის ტენდენციებზე ისაუბრა.
თიკა ქოქაშვილმა გაგვიზიარა რჩევები, როგორ უნდა მოვრთოთ და როდის ნაძვის ხე:
„გვაქვს დეკემბრის რიცხვები, რომელ დღესაც უნდა დაიდგას ნაძვის ხე. მაგალითად 7, 9, 17, 21, 22, 29, 30.31 დეკემბერი. ეს დღეები ძალიან კარგია ნაძვის ხის დასადგმელად. ასევე უნდა გამოვიყენოთ 21 დეკემბერი, რადგან ბევრი ცვლილებები ხდება სამყაროში.
ასევე მნიშვნელოვანია სექტორები, ანუ ადგილები სადაც ჩვენ ნაძვს განვათავსებთ. განათებული ნაძვის ხე ააქტიურებს გარკვეულ ენერგიას.
2025 წლის დეკემბერში და 2026 წლის იანვარში, სადაც კარგი სექტორებია, რომლებიც ბევრ წარმატებას მოგვიტანს, მსგავსს სექტორებს ვიყენებთ ხოლმე.
კომპასით უნდა ვნახოთ სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე. შეგვიძლია მწვანე, წითელი, ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი ფერების გააქტიურება. აღმოსავლეთშიც გვაქვს ძალიან კარგი ვარსკვლავები გვაქვს - ასე რომ აღმოსავლეთით თუ დავდგამთ ნაძვის ხეს იმუშავებს ფინანსურ კეთილდღეობაზე. თუ გვსურს ბედნიერება და სიმშვიდე - შეგვიძლია სახლის ცენტრში დავდგათ ნაძვი. აქ უფრო ბალანსირებული ფერები უნდა გამოვიყენოთ, ვერცხლისფერი, თეთრი, ცისფერი, ლურჯი“, - გვირჩევს თიკა ქოქაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სქესი გავიგე იმდენად პატარა ვადაზე...“ - თემო საჯაია და მარიტა ჯანაშია მეორე შვილის მოლოდინში
⭕5 ნიშანი, რომელსაც დეკემბერში, ფინანსური ზრდის შანსი მიეცემა