
ფენ-შუი არის უძველესი ჩინური სწავლება სივრცისა და ენერგიის ჰარმონიაზე.
მისი მიზანია გარემოს ისე მოწყობა, რომ ადამიანი იყოს ბუნებასთან, სამყაროსთან და საკუთარ შინაგან ენერგიასთან თანხმობაში.
ფენშუიში 9-იანი ციფრი განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, აღმოსავლურ კულტურაში ის სრულყოფილებას, ძლიერ ენერგიასა და ციკლის დასრულებასთან ერთად ახალი შესაძლებლობების გახსნას აღნიშნავს. სპეციალისტების თქმით, „ცხრიანის ენერგია“ განსაკუთრებით მოქმედებს სახლის ჰარმონიაზე და ადამიანის პირად წარმატებაზე.
გარდა ამისა, ფენ-შუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ციფრი 9 ფენ-შუიში სწრაფ ფულს ნიშნავს (პრემიები, საჩუქრები, სიხარული, კეთილდღეობის ნაკადი):
„ფულის ცხრიანი:
ჩვენი საყვარელი დღეა!
ციფრი 9 ფენ-შუიში სწრაფ ფულს ნიშნავს - პრემიები, საჩუქრები, სიხარული, კეთილდღეობის ნაკადი.
როგორ გავააქტიუროთ ცხრიანი?
დღეს, ნებისმიერ დროს, შებრუნდებით ზურგით 9 მიწის ღვთაებისკენ - ჩრდილო/აღმოსავლეთისკენ (ეს ღვთაება მატერიალურ სფეროზეა პასუხისმგებელი) და მარცხენა მაჯაზე წითელი კალმით დაიწერეთ ციფრი - 9, თან ფიქრობთ ფულადი შემოსავლის იმ ოდენობაზე, რომლის მიღებაც გსურთ.
იდეალურია თუ არ ჩამოიბანთ, მაგრამ თუ არ გამოდის, დაიტოვეთ მინიმუმ 20-30 წუთი.
ყველას კეთილდღეობას გისურვებთ!“, - წერს თამო შავლიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: