Digest Logo

„შესაძლოა, გამოჩნდეს ძველი ემოციები ან კავშირები, მაგრამ არა დასაბრუნებლად, არამედ...“ - ეზოტერიკის პრაქტიკოსი 9 სექტემბრის ენერგიებზე

1757415133
ტაროლოგიატაროლოგია

ეზოტერიკის პრაქტიკოსი Abagael Bagi სოციალურ ქსელში 9 სექტემბრის ენერგიებზე საუბრობს. 

როგორც თავად ამბობს, ძველი ურთიერთობა ან ძველი ტკივილი შეიძლება შეეხოს დღევანდელ რეალობას, ამიტომ მოგვიწოდებს ვიყოთ გულწრფელები:

„9 სექტემბერი – წარსულის ჩრდილი, მომავლის სხივი.

დღის ენერგია: შესაძლოა გამოჩნდეს ძველი ემოციები ან კავშირები, მაგრამ არა დასაბრუნებლად, არამედ გასათავისუფლებლად.

საყურადღებო თემები: გაუშვი ის, რაც გტკენს გულს, რადგან შენ წინ ახალი სივრცეა.

ჯანმრთელობა: ძველი ჩვევები შესაძლოა აწუხებდეს სხეულს, გაანეიტრალე ნაზად და თანმიმდევრულად.

ფინანსები: წარსულში მიღებული გადაწყვეტილების შედეგი შეიძლება, ახლა გამოჩნდეს - მიიღე, ისწავლე.

სიყვარული: ძველი ურთიერთობა ან ძველი ტკივილი შეიძლება შეეხოს დღევანდელ რეალობას - იყავი გულწრფელი შენს რეაქციებთან“, - წერს  ეზოტერიკის პრაქტიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს ეხება ადამიანებს, ვინც არის მაძიებელი, ეძებს ჭეშმარიტებას, რომელსაც ხან ღმერთს, ხან სამყაროს და საკუთარ თავს ეძახის“ - ცნობიერების განვითარების მენტორის ვიდეომიმართვა

„ზოგჯერ მგონია, რომ პოდიუმიდან გადმოვვარდი...“ - კოკი ფერაზი-ფანგანი ცნობილი ბრენდების ტანისამოსში პოზირებს

„მინდა, ამ ქვეყანას ჩემი სახელი ოქროს ასოებით დავუტოვო“ - სანდრო ბაზაძე