Digest Logo

🎥 „იღბალი მცირდება და ყველაფერი უფრო რთულად მიდის, შეცდომების ალბათობაც იმატებს“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს!

1721634956
მიხეილ ცაგარელი

როგორი კვირა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 22-28 ივლის? - ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

ცაგარელის განმარტებით, მიმდინარე კვირაში ოთხი გეომაგნიტური დღეა, აქედან სამი ზედიზედ - სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, კვირა. „ამიტომ ყურადღება წნევას და შესაბამისი პროფილაქტიკა“, - ამბობს ცაგარელი.

რაც შეეხება ცალკეული ნიშნების ზოდიაქოს, მიხეილ ცაგარელის პროგნოზი ასეთია:

ვერძი

25 რიცხვის ჩათვლით ენერგია მატულობს, იგრძნობთ რომ, უფრო ენერგიული ხდებით, აქტიური. თქვენი იდეები ბევრს მოეწონება, რასაც შესაძლოა პარტნიორული თანამშრომლობა მოჰყვეს. გაქვთ შანსი ლატარიებში მოიგოთ. 25 რიცხვის შემდეგ სამი დღე მაქსიმალური თავდაჭერა გმართებთ. არ იყოთ ზედმეტად კონფლიქტური, საქმეებში შეცდომების ალბათობა მოიმატებს, სულსწრაფობის ნიადაგზე.

კურო 

ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, 25 რიცხვის ჩათვლით ბევრი რამ გამოუვა. პირადი, კარიერული თუ სხვა საქმიანი კუთხით. ბოლო სამი დღე ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან შესაძლოა ძალიან ბევრი საქმე ჰქონდეს პროფესიონალური კუთხით და ასევე ოჯახშიც. ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს, რომ კურო აღმოჩნდეს პრეტენზიების წინაშე. რეკომენდაციაა, რომ უნდა დააბალანსოს ურთიერთობა კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან.

ტყუპები

რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო მეტად აქტიურია, ენერგიულია, ქარიზმატულია, მრავალფეროვანი კონტრაქტების დრო აქვს. 25 რიცხვის შემდეგ იყოს ყურადღებით, რადგან მგზავრობა-მოგზაურობის დროს შესაძლოა შეექმნას პრობლემები, სატრანსპორტო ტექნიკური კუთხით. ყურადღებას ითხოვს უფროსებთან ურთიერთობა, რადგან მეტად თავდაჭერა გმართებთ, რომ არ დაიძაბოს ურთიერთობა.

კირჩხიბი

ენერგოტონუსს ჯერ არ უჩივით, გაქვთ საშუალება, რომ იაქტიუროთ, შემოქმედებით ნიჭი გამოავლინოთ, ინტუიცია მდგრადია, ხელს უწყობს სწორი ნაბიჯების გადადგმას. 25 რიცხვის შემდგომ იგრძნობს, რომ ორგანიზმი დაიღალა, უკვე სურვილი ექნებათ რომ დაისვენონ, აქ აი შეცდომები არ დაუშვათ. არ დაძაბოთ ურთიერთობა. რამ შეიძლება მოგიშალოთ ნერვები?! თუ აქამდე 25 ჩათვლით, პრემიები უნდა მიეღოთ, ბონუსების ჩათვლით, 25-ის მერე დაპირებული თანხა რატომღაც არ მოდის. შემაფერხებელი ფაქტორები ჩნდება, რაც ნერვებს გიშლით. გქონდათ დაპირებები, კოლეგებისა და პარტნიორებისა, რაც არ სრულდება.

ლომი

ახლა თქვენი დროა, არტისტულია, ენერგია ემატება, იღბლიანობა ემატება და რას იწვევს ეს ყოველივე და რა პრობლემა აქვს? - ეს ყოველივე იწვევს, ალტერ ეგოს განვითარებას და ამბიციების ზრდის. რაც გახდება, კონფლიქტის მომატების მიზეზი. რადგან 25 რიცხვიდან ეგოისტური დამოკიდებულება, გახდება ბევრისთვის გამაღიზიანებელი და კონფლიქტების მომტანიც კი.

ქალწული

ბევრი შესაძლებლობები გექნებათ, ფინანსური თუ საქმიანი კუთხით ყველაფერი კარგად მიდის 25 რიცხვამდე. რა ხდება 25-დან? მატულობს ფარული ჭორები, ინტრიგები, მტრები, ენერგოტონუსი მცირდება და ამას გრძნობთ. აკონტროლეთ, რა ხდება ზურგს უკან. თქვენ არაობიექტურად აფასებთ ადამიანის ამა თუ იმ გამონათქვამს, ამიტომ იფიქრეთ შვებულებაზე და დასვენებაზე.

სასწორი 

თქვენი ჯანი მატულობს, ნელ-ნელა ყოველდღე იგრძნობთ, რომ ენერგია გემატებათ. განწყობა უკეთესია, იღბალი მატულობს და შესაძლებლობები დადებითი გექნებათ. 26-დან კვირის ბოლომდე მაქსიმალურად გაუფრთხილდით სიტყვებს, უფროსებთან არ დაძაბოთ ურთიერთობები, რომ კარიერული წინსვლა არ შეაფერხოთ.

მორიელი

ჯერ აქტიურია, ენერგიულია 26 ივლისამდე. პარასკევიდან, მორიელი აშკარად გრძნობს რომ იღლება, შეცდომებს უშვებს და დაძაბულობა იმატებს, იღბალი უმცირდება და ყველაფერი უფრო რთულად მიდის, შეცდომების ალბათობაც იმატებს. 26-დან იფიქრეთ, ან მეტად დასვენებაზე, ან ყოველდღიური საქმით შემოიფარგლოთ.

მშვილდოსანი

ენერგტოსნუი აწი მოემატებათ, მებრძოლია, ენერგიულია, ბევრი იდეა-პროექტი შეიძლება ჩამოუყალიბდეს, მაგრამ ხიფათი რა ელის?! 26-დან სარკასტული გესლიანი გამონათქვამები, იმატებს. რაც სულსწრაფობასთან ერთად ხელს უშლის მიაღწიოს წარმატებას. კვირის ბოლო შესაძლოა დაიძაბოს პარტნიორებთან, ამიტომ ყურადღებით იყოს, ბოლო სამი დღე ყურადღებით იყოს. კარგია მგზავრობისთვის და უცხოელებთან კონტაქტისთვის.

თხის რქა

ენერგოტონუსი უმცირდება 26-რიცხვიდან, იქამდე ჯანზეა, ბევრი რამ გამოუვა, ნებისყოფიანია, მაგრამ ყველაფერი არ გააფუჭოთ ბოლო სამ დღეში ამ კვირის. რატომ?! აქ მატულობს თქვენში სიჯიუტე, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა პარტნიორული თანხების გადახარჯვა მოხდეს, რომელიც არ იყო დასახარჯი და მოჰყვება კონფლიქტები.

მერწყული

ენერგიულია, აქტიურია, იღბლიანია, ფული აქვს, მაგრამ მთავარი პრობლემა რა არის, აზარტი - ფულის დახარჯვის მიდრეკილება იმატებს, ან კაზინოში ან სხვაგან, ვიღაცის ზემოქმედების შედეგად. რაც მერე დაძაბავს მერწყულსა და მის პარტნიორებს შორის, გინდ სასიყვარულო, გინდ საქმიან ურთიერთობებს. 26 რიცხვიდან ეს ყველაფერი მძაფრდება და მიაქციოს ყურადღება.

თევზები 

ენერგოტონუსი 25 რიცხვის ჩათვლით მაღალია, მნიშვნელოვანი საქმეები, საკითხები შემოქმედებითი ნიჭი ინტუიცია მაღალია, ყველაფერი გაძლევთ აქ წარმატების შანსს. მათ შორის, გინდ სახლში, გინდ სამსახურში. კვირის ბოლო სამი დღე ყურადღებით, მარტო ყოფნა გირჩევნიათ. ქრონიკულმა დაავადებებმა შესაძლოა იჩინოს თავი, ამიტომ მეტად ყურადღება ჯანმრთელობას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოსალოდნელია კრიტიკა თქვენს მიმართ... არ არის სასურველი ინფორმაციის გაცვლა“ - როგორი დღე ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

🎥 „25 რიცხვის ჩათვლით პერიოდი არის კარგი, 8 აგვისტოდან კი, იწყება ურთულესი პერიოდი“ - როგორია მიმდინარე კვირის ასტროლოგიური ტენდენციები, მიხეილ ცაგარელის პროგნოზი