„ეს კვირა ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის, მათთვისაც კი ვისაც ცუდი პერიოდი აქვს, კარგია, რადგან დედამიწა დადებით ენერგოველშია“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელმა დაიჯესტს განუცხადა და მიმდინარე კვირაში თორმეტივე ნიშნის პოტენციალზე ისაუბრა.
🔵ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება მნიშვნელოვანი მერკური-მარსის სექსტილის პიკი?
ვერძი - თქვენ ახლა ვარსკვლავური პერიოდი გაქვთ და არავითარ შემთხვევაში არ გაქვთ გაჩერების უფლება. იღბალი თქვენკენ მოდის და მთავარია ზურგი არ შეაქციოთ, ამიტომ იაქტიურეთ რაც შეიძლება მეტი, ახლა ჯდომისა და ლოდინის დრო არ არის.
კურო - თქვენ ახალა დაბალი ენერგოტონუსი და რთული პერიოდი გაქვთ, თუმცა, ვინაიდან დედამიწა დადებით ენერგოველშია, მოსალოდნელია საქმეებსა და პირად ურთიერთობებში წარმატებები, თუმცა გახსოვდეთ, რომ ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალი გაქვთ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
ტყუპები - აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. საუკეთესო პერიოდი გაქვთ ინტერნეტურთიერთობასთან დაკავშირებით, სიახლეების პერიოდი გაქვთ, ახალი ბინა, ახალი სამსახური და შესაძლებელია ფინანსური კეთილდღეობის მოპოვება. თქვენი გონებამახვილობა ახალ წარმატების შანსებს გაძლევს.
კირჩხიბი - ახლა ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, თუმცა წარმატების შანსები მაინც მაღალი რჩება და გინდათ თუ არა მაინც ყურადღების ცენტრში ხვდებით. ახლა გჭირდებათ აქტიური მოქმედება, მაგრამ ზომიერება, რადგან გადაღლის ტენდენციები არის.
ლომი - ახლა თქვენ ვერავინ გაგაჩერებთ, ვერძების შემდეგ ყველაზე კარგი პერიოდი თქვენ გაქვთ, თქვენი ავტორიტეტი, შარმი და ენერგია საოცარია. ყველა მიმართულებით გაქვთ წარმატების მიღწევის შანსი.
ქალწული - ახალ ცოტა მეტი დასვენება გჭირდებათ, რადგან მარტივად იღლებით, თუმცა საქმიან სფეროში წარმატებების შანსები მაინც მაღალია. მოსალოდნელია ფინანსური კეთილდღეობა.
სასწორი - არნახული შანსის მატარებელი ხართ და ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ ფინანსური პრობლემების მოგვარებისთვის. ახლა ყველაფერი გამოგდით, თქვენი შარმი და დიპლომატია არნახულ წარმატებებს მოგიტანთ.
მორიელი - მიუხედავად იმისა, რომ ახლა თქვენი შარმი მოკლებულია და ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, წარმატების შანსები მაინც გაქვთ. შეუძლიათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ახალ საქმეებში ჩართვა, რომელიც ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანს.
მშვილდოსანი - ახლა ვერაფრით გეტყვით, რომ უნდა გაჩერდეთ, ისეთი ენერგია გაქვთ და ისეთი აქტიური ხდებით რომ ყველა სფეროში წარმატებები გელოდებათ. ურთიერთობები გაუმჯობესდება, როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო სფეროში.
თხის რქა - ახლა თქვენ დასვენება გჭირდებათ და საოჯახო ურთიერთობების მოგვარება, კარგი პერიოდია ნათესავებთან კომუნიკაციებისთვის. ახლა ოჯახში ყველაზე კარგად გრძნობთ თავს.
მერწყული - არასტანდარტული მოქმედება, მოუსვენრობა და აქტიურობა ისედაც თქვენია, მაგრამ ახლა სასწაული დრო გაქვთ, ვერძი გაძლევთ „პადეშკას“ რომ ახლა კიდევ უფრო მეტს მიაღწიოთ.
თევზები - ახლა თუ ენერგოტონუსს გაუფრთხილდებით და მეტს დაისვენებთ ყველაფერი კარგად იქნება, განსაკუთრებით კარგი პერიოდი გაქვთ ფინანსური კუთხით, მოსალოდნელია მატერიალურ სფეროში წარმატებები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება მნიშვნელოვანი მერკური-მარსის სექსტილის პიკი?