„კვირის პროგნოზი (3–9 აგვისტო, 2026). მარტივი ნაბიჯებიდან — სტრატეგიულ გამარჯვებამდე!“, - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამუნა იოსელიანი ვრცელ პოსტს გვიზიარებს:
„ამ კვირაში თქვენი ცხოვრება საინტერესო თამაშს დაემსგავსება: ყველაფერი შეიძლება უბრალო სვლებით დაიწყოს, მაგრამ საბოლოოდ ნამდვილი გროსმაისტერული კომბინაციით დასრულდეს!
მარტივად დაძლევთ ნებისმიერ გამოწვევას და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ელეგანტურ გამოსავალს იპოვით. გაგიძლიერდებათ თავისუფლებისა და სიმსუბუქის სურვილი.
მოსალოდნელია სპონტანური, სწრაფი მოგზაურობაც, სადაც იგრძნობთ იმ საოცარ განცდას, თითქოს თბილ ქვიშაზე ფეხშიშველი დარბიხართ.
კვირის დასაწყისი: მოგინდებათ განმარტოება, საკუთარი მიღწევების შეფასება და ყოველდღიური ხმაურისგან დასვენება. თუმცა დიდხანს მარტო დარჩენას ვერ შეძლებთ, ცხოვრება მოულოდნელ შემობრუნებას და ახალ დასაწყისს გიმზადებთ.
კვირის შუა პერიოდი: აქტიური სიახლეებისა და მნიშვნელოვანი შეტყობინებების დროა. ადვილად ამოიცნობთ დაფარულ გეგმებს და სხვის ჩანაფიქრსაც მარტივად მიხვდებით. იყავით ფრთხილად, ვიღაცამ შესაძლოა ეშმაკობით სცადოს თქვენი მოტყუება.
კვირის დასასრული: შემოქმედებითი გარღვევა და მნიშვნელოვანი შედეგების შეჯამება გელოდებათ. იგრძნობთ ღრმა კმაყოფილებას საკუთარი ცხოვრებით და გულწრფელ მადლიერებას სამყაროს მიმართ.
💰 ფინანსები: კვირის შუაში მოსალოდნელია ფინანსური წინსვლა და შემოსავლის ზრდა. შაბათ-კვირას კი სასიამოვნო, თუმცა მცირე ხარჯები გელოდებათ.
❤️ ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ კბილებს (განსაკუთრებით მარჯვენა მხარის უკანა კბილებს), იზრუნეთ სახსრების მოქნილობაზე და ეცადეთ თავი ზედმეტი დატვირთვისგან დაიცვათ“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელი საკვები არ უნდა დატოვოთ მანქანაში ზაფხულში – პროდუქტები, რომლებიც სიცხეში სწრაფად ფუჭდება
⭕ „აძლიერებს იღბალს“ - აგვისტოს ჯადოსნური კოდები თაკო მელიქიშვილისგან
🎥 „შეგიძლია ძველი გენები წაშალოთ...“ - რას ამბობს არუნ ხათრი