ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 17 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ხდება მზის დაბნელება მერწყულის 28°49′-ე გრადუსზე. მისი თქმით, ეს არის პერიოდი, რომელიც ყოველთვის ცვლილების პიკსა და ძველი ფორმების ჩამოშლას უკავშირდება.
თამარ ხოსროშვილი ამბობს, რომ დაბნელება ხდება აღმავალ კვანძზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოვლენები დაკავშირებულია განვითარების გზასთან, მომავალთან და ახალ მიმართულებასთან, საითკენაც გვეხსნება გზა.
„17 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ხდება მზის დაბნელება მერწყულის 28°49′-ზე. ეს არის ბოლო, კრიზისული გრადუსი, რომელიც ყოველთვის ცვლილების პიკსა და ძველი ფორმების ჩამოშლას უკავშირდება. ამით იხსნება დაბნელებების დერეფანი - პერიოდი, რომელიც მოვლენებით, გადაწყვეტილებებით და მიმართულების შეცვლით გამოირჩევა.
მზის დაბნელება, როგორც წესი, დაკავშირებულია გარე მოვლენებთან. ის გვიბიძგებს ვიმოქმედოთ, გამოვიდეთ გარეთ და რეალურად შევეხოთ სამყაროს. განსხვავებით მთვარის დაბნელებისგან, რომელიც უფრო შინაგან ემოციურ პროცესებს ააქტიურებს, მზის დაბნელება გვაყენებს ისეთი გადაწყვეტილებების, ნაბიჯებისა და პროცესების წინაშე, რომელთა იგნორირებაც უკვე შეუძლებელია.
დაბნელება ხდება აღმავალ კვანძზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოვლენები დაკავშირებულია განვითარების გზასთან, მომავალთან და ახალ მიმართულებასთან, საითკენაც გვეხსნება გზა.
დაბნელება მჭიდრო კვადრატშია ურანთან, რომელიც კუროს ბოლო გრადუსებში დგას, უკვე დირექტიულ მოძრაობაში და სულ მალე ნიშანსაც იცვლის. ეს ასპექტი პროცესს განსაკუთრებულ დინამიკასა და მოულოდნელობას სძენს.
ურანი არის პლანეტა, რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია მოულოდნელ ცვლილებებთან, გათავისუფლებასთან და სისტემების რღვევასთან. სადაც აღარ არის განვითარება, სწორედ იქ ხდება მოულოდნელი გარღვევა. ამიტომ ეს პერიოდი არ არის პასიური ლოდინის დრო — პირიქით, ეს არის მომენტი, როდესაც საჭიროა გაცნობიერებული ქმედება, მოქნილობა და მზადყოფნა ცვლილებისთვის.
მერწყული აქ აძლიერებს კოლექტიურ და საზოგადოებრივ თემებს, მომავლის ხედვასა და ღირებულებების გადაფასებას.
დაბნელება გვაყენებს კითხვების წინაშე:
ვცხოვრობთ თუ არა ჩვენი ნამდვილი ღირებულებების შესაბამისად?
ვრჩებით თუ არა მოძველებულ იდენტობებში მხოლოდ უსაფრთხოების გამო?
ვაძლევთ თუ არა საკუთარ თავს თავისუფლებას, რომ გავუხსნათ გზა სიახლეებს?
დაბნელების შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, სატურნისა და ნეპტუნის შეერთება ხდება ვერძის 0°-ზე — ახალი ციკლის დასაწყისის წერტილში. ეს შეერთება გვახსენებს, რომ ძველი წესები აღარ მუშაობს და საჭიროა ახალი ხედვა, ახალი პასუხისმგებლობა და ახალი რეალობის შექმნა. თითქოს დაბნელება გზას ხსნის, ხოლო სატურნი და ნეპტუნი გვაჩვენებენ, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ახალი რეალობა.
ეს დაბნელება ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ის რუკაში მნიშვნელოვან წერტილებზე ეხება. სწორედ იმ სახლში, სადაც მერწყულის 28°–29° ხვდება, იწყება ახალი ეტაპი და ძველი ფორმა საბოლოოდ იხურება. მისი გავლენა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თანდათან გამოიხატება.
დაბნელების დღე უმჯობესია გავატაროთ შეგნებულად და მშვიდად. არ ღირს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ საჭიროა მზადყოფნა იმისთვის, რომ ძველი ფორმები ადგილს უთმობენ ახალს. შემდეგი დაბნელება 3 მარტს იქნება — მთვარის დაბნელება თევზების 13°-ზე. აქ თემები უკვე ემოციურ, სულიერ და შინაგან დონეზე გადავა, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს მიმდინარე პროცესებს“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: