Digest Logo

„ილუზიები და ფანატიზმი არის კაცობრიობის რეალური განვითარების მტერი... უსასრულობის სასრულში შეცნობა შეუძლებელია“ - თეო ხაბულიანი

1770977036
თეო ხაბულიანი

პიროვნული განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ფანატიზმი და უკიდურესობაში გადავარდნა არ არის კარგი, რადგან სამყარო უსასრულოა და ვერ იქნება ერთი რომელიმე კონკრეტული მოცემულობა მისი საზომი.

მისი თქმით, ილუზიები და ფანატიზმი არის კაცობრიობის რეალური განვითარების მტერი:

„უკიდურესობებში გადავარდნა კიდევ ერთი ილუზიაა, რომელსაც ეგო ეჭიდება. სამყარო არც ნუმეროლოგიაა, არც რიტუალები, არც რომელიმე კონკრეტული სწავლებები, არც 7დ, 10დ და არც რამე მსგავსი, სამყარო ყველაფერია და არა რამე ერთი კონკრეტული და ეს ყველაფერი ღმერთია და ყველაფერში ღმერთია.

ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი ეძიება რაიმეს სწორედ ამ ძიებით მიდის სული შემეცნებისკენ და სრულყოფისკენ, მაგრამ არაფრის ფანატიზმი არ არის კარგი, არაფრის უკიდურესობაში გადავარდნა. სამყარო უსასრულოა და ვერ იქნება ერთი რომელიმე კონკრეტული მოცემულობა მისი საზომი.

ილუზიები და ფანატიზმი არის კაცობრიობის რეალური განვითარების მტერი. ილუზიებს მიღმა ყოფნაა და ეს ყოფნაა ის რაც უნდა შევიგრძნოთ, არსებობის წამში ჩაჯდომა, აწმყოს დინება და ღვთიურ ნებაზე მინდობა არის გზა, რომ ჭეშმარიტება კი არ ვიპოვოთ არამედ ჭეშმარიტ ყოფნაში გავახილოთ თვალი ...

ადამიანები ყოველდღიურად ეჯიბრებიან ერთმანეთს რომ ჩემი თეორიაა სწორი სამყაროზეო, თუმცა სამყაროზე თეორიები ათასწლეულებია ისევ თეორიებად რჩება, რადგან უსასრულობის სასრულში შეცნობა შეუძლებელია, ის შეგიძლია მხოლოდ იგრძნო განიცადო ..

როდესაც ადამიანი წყვეტს სამყაროს გაზომვას ციფრებით თუ ფორმულებით და იწყებს მისი ღვთიური ბუნების აღქმას, ილუზიები დნება. ღმერთი არ არის სადღაც „მიღმა“ ან რომელიმე „განზომილებაში“ ის არის ყოველივეს საფუძველი და თავად ყოფიერება ყველაფერი და ყველაფერში.

როგორც კი ერთ რომელიმე ფორმას ვაცხადებთ ერთადერთ ჭეშმარიტებად, სწორედ მაშინ ვხდებით ეგოს ტყვეები. ფანატიზმი, ეგოს თავშესაფარია, უკიდურესობებში გადავარდნა სხვა არაფერია, თუ არა ეგოს მცდელობა, მოიპოვოს კონტროლი იმაზე, რაც თავისი არსით უკონტროლოა. ფანატიზმი გვაძლევს ცრუ უსაფრთხოების განცდას, თითქოს „ვიპოვეთ გასაღები“. რეალურად კი, ნებისმიერი დოგმატიზმი არის კედელი, რომელიც ჩვენს სულს სამყაროს მთლიანობის აღქმას უზღუდავს.

თუ რომელიმე სწავლება ან რიტუალი ადამიანს სხვებისგან გამოყოფს, აღაზევებს ან აშორებს „მიწიერ“ რეალობას, ეს ნიშნავს, რომ ის კვლავ ილუზიაშია. ღვთიური ყოფნა ყოველთვის მხოლოდ აერთიანებს.

საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი არ არის გავხდეთ „სუპერ არსებები“ სხვა განზომილებებიდან, არამედ გავხდეთ ნამდვილი ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ ყოველი წამი ღვთის გამოვლინებაა. ეს არის თავისუფლება.

ყველაზე კარგი იქნება თუ დავსრულებთ დაყოფებს და ყველა ერთ სრულ ჭეშმარიტ ღვთიურ სიყვარულის სუნთქვაში გავიღვიძებთ ღმერთთან ბილეთების დაჯავშნა არ არსებობს, მისთვის ყველა ვართ თანაბრად ...

გავერთიანდეთ გავღმერთიანდეთ“, - წერს თეო ხაბულიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ ადამიანს ჰგონია, რომ ჯერ ფული უნდა ჰქონდეს და მერე იქნება ბედნიერი, სამყარო აჩერებს მის ფინანსურ დინებას, რადგან...“ - რას წერს თეო ხაბულიანი

„ეს პერიოდი არ არის საუკეთესო ახალი ურთიერთობის დასაწყებად, ქორწინებისთვის, სესხების აღებისთვის“ - ასტროლოგი 13 თებერვლის ენერგიებზე

„მთავრდება მატერიალურ ატრიბუტებზე დამოკიდებული „მაგიის“ ეპოქა... ძალა გარედან ვეღარ მოიპოვება“ - ასტროლოგიური პროგნოზი