პიროვნული განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სამყარო ზუსტ კანონზომიერებებზეა აწყობილი, სამყარო არასოდეს გსჯის ის გასწავლის.
მისი თქმით, თუ ადამიანი საკუთარ თავს ზიანს აყენებს ან ტკივილს იწვევს, ეს ნიშნავს, რომ შინაგანად ვერ აცნობიერებს თავის ღირებულებას:
„სამყარო ზუსტ კანონზომიერებებზეა აწყობილი. არც ერთი მოვლენა არ ხდება შემთხვევით ყველაფერი მოდის იმისთვის, რომ გაიზარდო, გაცნობიერდე და შეიგრძნო შენი არსი. სამყარო არასოდეს გსჯის ის გასწავლის.
თუ ადამიანი საკუთარ თავს ზიანს აყენებს ან ტკივილს იწვევს, ეს ნიშნავს, რომ შინაგანად ვერ აცნობიერებს თავის ღირებულებას. სამყარო მას ასწავლის სიყვარულს საკუთარი თავისადმი და შეიძლება ეს მტკივნეული გაკვეთილებით მოუწიოს.
თუ ადამიანი ვერ იცავს საკუთარ საზღვრებს, სამყარო უგზავნის ისეთ გამოცდილებებს, სადაც იძულებული ხდება თქვას „არა“. ეს არის გაკვეთილი შენი ენერგიის პატივისცემაზე. თუ ადამიანი დასცინის სხვას ან ცუდ ზრახვებს ატარებს, ეს ენერგია ყოველთვის უბრუნდება მას. სამყარო უბრალოდ აირეკლავს შენს შინაგან ვიბრაციას, რასაც ასხივებ, იმას იზიდავ და რასაც გასცემ ის დაგიბრუნდება.
თუ ადამიანს შიში მართავს, სამყარო აჩვენებს უფრო მეტს, რისიც ეშინია, რომ მიხვდეს შიში მხოლოდ ილუზიაა, რომელიც უნდა გადალახოს, რომ თავისი ძალა გამოავლინოს. თუ ადამიანი ზედმეტად მიჯაჭვულია ადამიანზე, ნივთზე ან სიტუაციაზე, სამყარო აუცილებლად წაართმევს ამას,რომ ასწავლოს თავისუფლება და ნდობა ღვთიური დინებისადმი.
თუ ადამიანს ჰგონია, რომ ჯერ ფული უნდა ჰქონდეს და მერე იქნება ბედნიერი, სამყარო აჩერებს მის ფინანსურ დინებას მანამ, სანამ არ მიხვდება, რომ სიმდიდრე იწყება მადლიერებით და შინაგანი სიმშვიდით. თუ ადამიანი უმადურია, მას თანდათან ეცლება ის, რაც აქვს, რომ გაიაზროს მხოლოდ მადლიერება აღადგენს და აძლიერებს ყველაფერს. ერთმევათ ისიც რაც აქვთ რომ დააფასონ ...
თუ ადამიანი გაჩერებულია განვითარებაში, ცხოვრება მას უგზავნის კრიზისებს, რომ გადაადგილოს და აიძულოს გაიხსნას ახალი ხედვისთვის ადგეს, გაგრძელდეს.. თუ ადამიანს საკუთარი თავი არ უყვარს და მსხვერპლად ეწირება სხვებს, სამყარო გაატარებს ძალიან მტკივნეულ ურთიერთობებს, სადაც ვერ მიიღებს სიყვარულს, სანამ თავად არ დაიწყებს საკუთარი თავის პატივისცემას.
თუ ადამიანი მუდმივად ნეგატიურზე ფიქრობს ან ეშინია ცუდის, ის ენერგეტიკულად სწორედ იმ ვიბრაციაზე ირთვება, რისიც ეშინია და ამიტომაც იზიდავს მსგავს მოვლენებს. სადაც შენი ფიქრი და გრძნობაა, იქ ხარ ენერგიით შენც.
თუ ადამიანი ვერ ხედავს გაკვეთილებს და იმავეს იმეორებს, სამყარო იმავე ფორმით აგრძელებს მათ გამეორებას, სანამ არ გააცნობიერებს, რომ მხოლოდ შინაგანი ცვლილება ცვლის გარე რეალობას. ვისაც გაქვთ შემთხვევა ერთი და იმავე თემაზე ტანჯვის ესე იგი მანდ რაღაცას სწორად ვერ სწავლობთ გაკვეთილს და იქამდე განმეორდება სანამ ნასწავლი არ იქნება ის, რაც მანდ უნდა გაგეგო.
როცა გინდა შეიცვალოს გარე მოვლენები, შეცვალე შენი აზროვნება, განწყობა და შინაგანი ვიბრაცია.
შეიყვარე ყველაფერი რაც გზრდის. რასაც ფიქრობ იმად იქცევი, ის ხარ. შეიცვალე შიგნით შეიცვლება გარეთ.
შენი ვიბრაცია განსაზღვრავს, რას იზიდავ.
ნუ ებრძვი რიტმს განიცადე და გაიგე მისი მოძრაობა. რაც დათესე აზრებში, გრძნობებსა და ქცევებში იმას მოიმკი.
არც ერთი მოვლენა არ მოდის შემთხვევით, ყველაფერი გვეგზავნება იმისთვის, რომ გავიზარდოთ, გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და დავუბრუნდეთ ჩვენს ნამდვილ მე-ს. ყოველი ტკივილი, სიხარული, დანაკარგი თუ სირთულე არის შენი სულიერი გზა.
თუ ადამიანს სურს ყველაფერი აკონტროლოს და არ ენდოს პროცესს სამყარო უწყობს ისეთ სიტუაციებს, სადაც ყველაფერი კონტროლიდან გამოდის მის ცხოვრებაში რომ მას ასწავლოს ნდობა ღვთის ნებისადმი. როცა ადამიანი კონტროლზე უარს ამბობს და დაძლევს ამას აი მანდ ჩნდება ჰარმონია და სასწაულები.
თუ ადამიანი იმეორებს ერთსა და იმავე შეცდომას ესე იგი გაკვეთილი ჯერ ვერ ისწავლა და სამყარო უმეორებს იმავე სცენარს სხვადასხვა ფორმით, სანამ ადამიანი არ შეცვლის თავის რეაქციას და ცნობიერებას.
თუ ადამიანი მუდმივად გარბის ტკივილისგან, ტკივილი მისდევს მანამ, სანამ მას არ შეხედავს სიყვარულით. ეს არის ზუსტად გაკვეთილი შინაგანი გამბედაობის და მიღების.
თუ ადამიანი მუდმივად მსხვერპლის როლშია, სამყარო აგზავნის ასეთივე სიტუაციებს, რომ მიხვდეს მასშია შემოქმედის ძალა, რომელსაც ყველაფრის შეცვლას შეუძლია. თუ ადამიანი საკუთარ თავს მუდმივად ადარებს სხვას, სამყარო აჩვენებს მას საკუთარ უნიკალურ გზას რადგან შეჯიბრება დაბალი ვიბრაციის პროცესია, ხოლო საკუთარი გზა სულიერი ზრდაა, რა თქმა უნდა ამას მწარე გაკვეთილებით აჩვენებს.
ყველაფერი ირხევა და ვიბრირებს. შენი აზრები ქმნიან შენს რეალობას. ყველაფერს თავისი ციკლი და დინება აქვს. ქაოსი და სიმშვიდე ცვლიან ერთმანეთს ჰარმონიაში. ყოველი ქმედება ქმნის შედეგს. არაფერი ხდება შემთხვევით.
რაც ხდება შინაგანში, ის ვლინდება გარეგანშიც.
მრავალფეროვნება მხოლოდ ფორმათა თამაშია, სიღრმეში კი ყოველივე ერთიანდება ღვთიურ წყაროსთან.
სულიერი და მატერიალური განვითარება უწყვეტია. ყველა არსება, ყოველ დონეზე, ისწრაფვის ზრდისკენ და უმაღლესი ფორმისკენ.
დისჰარმონია დროებითია და საბოლოოდ ყველაფერს უბრუნდება თავისი ჰარმონია. ადამიანს აქვს ძალა შექმნას თავისი რეალობა. იგი იმავე კანონებს ექვემდებარება, მაგრამ მისი არჩევანი განსაზღვრავს გზას, რომელსაც გაივლის.
ენერგია არ იკარგება, იგი მხოლოდ ფორმას იცვლის. შიში შეიძლება გადაიქცეს ძალად, ტკივილი სიბრძნედ, დაბრკოლება შესაძლებლობად. ადამიანის სული მუდამ ტრანსფორმაციაშია. ყველა კანონის საფუძველი არის სიყვარული როგორც შემოქმედი ძალა, რომელიც აერთიანებს ყველაფერს. სადაც სიყვარულია, იქ ჰარმონიაა. სადაც მისი ნაკლებობაა, იქ დისბალანსი იჩენს თავს.
თუ სული მაღალი სიხშირით ბრწყინავს, ის იპოვის მსგავს სულებს, გარემოსა და შესაძლებლობებს.
იმისათვის, რომ ახალი რამ შემოვიდეს, ძველი უნდა გაუშვა. წარსულზე მიჯაჭვულობა ან კონტროლის სურვილი აფერხებს ენერგიის ნაკადს. როცა ვუშვებთ ახალი მოდის.
არსებობს მხოლოდ აწმყო. წარსული არის მეხსიერება, მომავალი შესაძლებლობა, ხოლო ნამდვილი ძალა მხოლოდ აქ და ახლაა. რაც ადამიანის გულშია, ის ვლინდება გარეთ. თუ ადამიანი შინაგანად ბალანსშია, გარემოც მას პასუხობს ჰარმონიით.
მხოლოდ სიბრძნე ხდის ცოდნას სინათლედ,სიბრძნე მოდის გამოცდილებიდან, შინაგანი ხედვიდან და სულიერი გამოფხიზლებიდან. ყოველი დასასრული მხოლოდ ახალი დასაწყისის კარია. სამყაროსთან ღმერთთან და საკუთარ თავთან სიწმინდის შენარჩუნება ქმნის ძლიერ ენერგიას, რომელიც ადამიანს იცავს და აძლიერებს.
სამყარო მუდმივი გაცვლის პროცესშია რასაც გასცემ, უკანვე გიბრუნდება. სიმართლე ყოველთვის მარტივია. სირთულე მხოლოდ გონების ქმნილებაა. ყველაფერი პირდაპირი და ნათელია. სულიერ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელია შიშის გადალახვა. სიმამაცე გასაღებია.
რაც უფრო ღრმად ესმის ადამიანს ტკივილი, მით უფრო შეუძლია სიყვარულით სხვისი განკურნება. თანაგრძნობა არის ერთ-ერთი უმაღლესი სულიერი ძალა. თუ რამე ზედმეტად გადახრილია ერთ მხარეს, ენერგია აუცილებლად მოითხოვს დაბრუნებას ცენტრში. ჰარმონია ყოველთვის მოითხოვს ბალანსს.
გონებისა და გულის ერთობა აუცილებელია. გონება ჭკვიანია, მაგრამ მხოლოდ გული ხდის მას ნათელს. როცა გონება და გული ერთობაში მოქმედებენ, ადამიანი შემოქმედის ხატად იქცევა.
სიკეთე არ არის სისუსტე ის არის უმაღლესი ძალა, რომელიც ყველაზე რთულ ბარიერებს ანგრევს. რაც მეტი სიკეთე დაითესა, მით მეტი სინათლე მოიმკება“, - წერს თეო ხაბულიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: