Digest Logo

„ილუზიების დრო დასრულდა, გაუშვით ის, რაც კვდება“ - ქეთი ოდიშელის გაფრთხილება 10 ოქტომბრის ახალმთვარეობასა და „ჰეკატეს ღამეზე“

1791571274
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი 2026 წლის ბოლო თვეების უმნიშვნელოვანეს ასტროლოგიურ მოვლენას - 10 ოქტომბერს (19:50 საათზე) სასწორის ნიშანში მოსალოდნელ ახალმთვარეობასა და მასთან დაკავშირებულ „ჰეკატეს ღამეს“ ეხმაურება.

ასტროლოგის განმარტებით, ილუზიების დრო დასრულდა და იწყება რეალური საძირკვლის ჩაყრის ეტაპი, სადაც რეტროგრადული ვენერას გავლენით ზედაპირული კომპრომისები ვეღარ იმუშავებს.

ოდიშელი საზოგადოებას უზიარებს „ჰეკატეს დეიპნონის“ ენერგეტიკული განწმენდის რიტუალს და აფრთხილებს, რომ ამ იდუმალ ღამეს ახალი სურვილების ჩაფიქრება არ შეიძლება - ეს დრო მხოლოდ ძველი ტვირთის, ტოქსიკური კავშირებისა და შიშებისგან გათავისუფლებას ეთმობა:

„🔥 2026 წლის ბოლო თვეები განსაკუთრებულად მკვეთრი, ტრანსფორმაციული და ამავდროულად რესურსულიცაა. ილუზიების დრო დასრულდა. ახლა იწყება რეალური საძირკვლის ჩაყრის ეტაპი.

⚡ ძველი სტრუქტურების გადაფასება, ის, რაც მოძველდა ან ზედაპირულია უბრალოდ ვეღარ გააგრძელებს არსებობას. სამყარო ითხოვს ზედმეტი ტვირთის ჩამოხსნას, როგორც საქმიან, პროფესიულ, ისე პირად სივრცეში.

⚡ ნუ დახარჯავ ძალებს იმაზე, რაც შედეგს არ იძლევა. წლის ბოლოს წარმატება მოაქვს მიზანმიმართულ, თავშეკავებულ და გათვლილ ნაბიჯებს. მოუსმინე შენს შინაგან რიტმს, დიდი ცვლილებები ყოველთვის იწყება სიჩუმეში, სადაც ახალი მიმართულება და იდეები იბადება.

⚖️ სასწორის ახალმთვარეობა და ჰეკატეს ღამე

✨ 10 ოქტომბერს 19:50 სთ ზე გვაქვს ახალმთვარეობა სასწორის ნიშნის მე-18 გრადუსზე.

🌙 კოსმოსურ ციკლში დგება მომენტი, როდესაც ცა სრულ სიჩუმესა და წყვდიადში ეხვევა. სანამ მთვარე გამოჩნდება, ის ზღურბლის წერტილში იმყოფება. ეს ახალმთვარეობა უნიკალურია თავისი ასტროლოგიური შინაარსით.

მისი მმართველი ვენერა, იმყოფება რეტროგრადულ ფაზაში, მორიელის სიღრმისეულ, ტრანსფორმაციულ ნიშანში. ეს ნიშნავს, რომ ჰარმონიის, პარტნიორობისა და სამართლიანობის (სასწორის თემატიკა) მიღწევა შეუძლებელია ზედაპირული კომპრომისებით. ჭეშმარიტი წონასწორობა მიიღწევა მხოლოდ საკუთარ ჩრდილთან შეხვედრით, ქვეცნობიერი შიშების, ეჭვებისა და ძველი კარმული სცენარებისგან გათავისუფოებით.

🗝️ ჰეკატეს ღამე ანტიკურ სამყაროში ახალმთვარეობის წინა, უმთვარო ღამეს, როდესაც ცაზე მთვარე საერთოდ აღარ ჩანს (ე.წ. „ბნელი მთვარე“), ჰეკატეს ღამე ეწოდებოდა. როდესაც მთვარე „კვდება“ და ცა წყვდიადში ეხვევა, ანტიკური რწმენით, მთვარის სინათლე ქვესკნელში ჩადის.

ჰეკატე არის ჩირაღდნისმპყრობელი (Phosphoros), ერთადერთი ქალღმერთი, რომელიც ფლობს გასაღებს ქვესკნელსა და ზეციურ სამყაროს შორის და თავისუფლად დააბიჯებს ბნელეთშიც. თვის ბოლო ღამე იყო ზღვარი ძველსა და ახალს შორის. ჰეკატე, როგორც ლიმინალური სივრცეებისა და გზაჯვარედინების მფარველი, სწორედ ამ ზღურბლის იდუმალებასა და ძალას მართავს.

🕯️ ჰეკატეს დეიპნონის რიტუალური პრაქტიკა (პიკამდე კეთდება) სივრცისა და სხეულის ენერგეტიკული განწმენდა : ✋ სახლის ფიზიკური და ენერგეტიკული დალაგება, ზედმეტი ნივთებისა და ძველი ნარჩენების გატანა.

✋ სივრცის გაწმენდა სალბით, ლადანონით ან მირონით.

✋ ზღურბლზე მარილის დაყრა, წყლით ჩამორეცხვა, მინერალური ქვებისა და სამკაულების მარილში მოთავსება სამი დღე-ღამით.

✋ დაგჭირდება: ნიორი, ხახვი, თაფლი, პური, კვერცხი (სიცოცხლისა და აღორძინების სიმბოლო), შავი ზეთისხილი ან ბროწეული ან რამდენიმე მარცვალი ყურძენი. ეს ყველაფერი გაჰქონდათ სამი გზის გასაყარზე ან სახლის ზღურბლთან, რის შემდეგაც უკანმოუხედავად ბრუნდებოდნენ.

❗ 🫴 დაწერე ფურცელზე ყველა შიში, ტოქსიკური კავშირი, საგვარეულო თუ ენერგეტიკული ბლოკები და დაწვი სანთლის ალზე. (ეს ფერფლი შეგიძლია ხახვს, ნიორსა და იმ შესაწირს მოაყარო, რომელიც ზემოთაა ჩამოთვლილი).

მთავარი წესი

✋ამ ღამეს არ ვითხოვთ ახალ მატერიალურ რესურსსა და არ ვიფიქრებთ სურვილებს! ეს დრო ეკუთვნის მხოლოდ დაცლას, გათავისუფლებასა და სივრცის მომზადებას.

🥀 რადგან სასწორის ახალმთვარეობის დისპოზიტორი რეტროგრადული ვენერაა მორიელში:

🫴 ზედაპირული კავშირები ვეღარ გაგრძელდება. წინა პლანზე ამოდის ფარული წყენა, ეჭვიანობა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა.

🫴 დროა გავაცნობიეროთ ჩვენი რეალური თვითღირებულება, სად ვთმობთ საკუთარ საზღვრებს?

🫴 ეს არის საუკეთესო მომენტი წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად და იურიდიული, პარტნიორული თუ ფინანსური საკითხების საბოლოოდ დასალაგებლად.

💫 სასწორი ითხოვს სიმშვიდეს, თუმცა ვენერა მორიელში გვახსენებს, რომ ჭეშმარიტი სიმშვიდე არის სიმართლისთვის თვალის გასწორების უნარი. ის, რაც ახლა შენს ურთიერთობებში იმსხვრევა, არასდროს ყოფილა ჭეშმარიტად მყარი. გაუშვი ის, რაც კვდება, რათა ადგილი გაუთავისუფლო ახალს!“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სასარგებლოა არსებული ვალდებულებებისა და გეგმების გადახედვა“ - სატურნის რეტროგრადული მოძრაობა: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🎥 „აღიარება, შემოსავლის ზრდა...“ - რა გელოდება 2027 წელს: თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ „საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვი თავისუფლდება საგვარეულოს კარმისგან“ - რას წერს ხათუნა ნოელი?

✕