Digest Logo

„ილუზიებში გადავარდნის დრო არ არის, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს პრაგმატული“ - 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

1766924268
ხათუნა ნოელი

2026 წელს ცეცხლოვანი ცხენის წელი შემოაბიჯებს, თუმცა ის არ დადგება 31 დეკემბერს, არამედ ჩინური კალენდრის მიხედვით, მის ენერგიას 17 თებერვლიდან ვიგრძნობთ.

ცხენი თავისუფლების, მოძრაობის და დამოუკიდებლობის სიმბოლოა, ცეცხლი კი ენერგიის. ხოლო როცა ეს ორი ერთიანდება, ვიღებთ საკმაოდ ძლიერ არქეტიპს, შეუჩერებელ ძალას.

ცეცხლოვანი ცხენი ადამიანებს დიდ ენერგიას, მოტივაციას და გამბედაობას მიანიჭებს. გვექნება შანსი, დავგეგმოთ ცვლილებები, აქამდე გაუცემელ კითხვებს პასუხები გავცდეთ და ამბიციური გეგმები განვახორციელოთ.

2026 წლის ასტროლოგიურ პროგნოზზე ასტროლოგმა ხათუნა ნოელმა გადაცემაში „ყოველდღე“ ისაუბრა:

„2026 რომ შევაჯამოთ და დავიყვანოთ, ნუმეროლოგიურად მივიღებთ ერთს, რაც აიხსნება, ახლის დასაწყისით. შესაბამისად, ძველი 9 წელიწადი დასრულდება და დაიწყება ახალი! ეს მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს.

ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტა: ნეპტუნი, სატურნი, იუპიტერი და ურანი იცვლის ზოდიაქოს ნიშანს. 

ილუზიებში გადავარდნის დრო არ არის, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს პრაგმატული, გათვლილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მივიდეთ სწორ და კარგ შედეგებამდე. 

შეიცვლება ნარატივი, კომუნიკაციის ხერხები, შეიძლება მობილურების ისეთი თაობა წამოვიდეს, რომ ტელეფონიც აღარ ერქვას. შეიცვლება მედია, მედიის მიმართულება, რადგან ცვლილებების და რევოლუციების ეტაპია.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე მაქვს ვარაუდები. ტერიტორიების გადანაწილება, ომები უნდა წავიდეს დასასრულისკენ.

 რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს და მათ ასტროპროგნოზს:

ვერძი - საკუთარი ოცნებები უნდა მოაქციოთ პრაგმატულ ჩარჩოში, დაიწყეთ ქმედება, ამაში ხელი ყველანაირად შეგეწყობათ. უფრო დაფიქრებულად და კონსტრუქციულად იმოქმედოთ. 

კურო - დაშოშმინების საშუალება მოგეცემათ, ამიტომ ყველაფერს მარტივად მოაგვარებთ.

ტყუპები - ბევრ საინტერესო ცვლილებას გპირდებათ წელი, სიახლეებით და განსხვავებული ამბებით სავსე. 

კირჩხიბი - წლის პირველი ნახევარი გამოიყენეთ, მეორე ნახევარში სცენაზე ყოფნა ნაკლებად მოგიწევთ.

ლომი - თქვენი დრო დგება ნამდვილად. ბევრი შესაძლებლობა, წარმატება და კარგი წინსვლის შანსები გეძლევათ. 

ქალწული - სიმშვიდის პერიოდი გაქვთ. მნიშვნელოვანი ძვრები და ცვლილებები არ გელოდებათ, უფრო ნეიტრალურად გექნებათ საქმე.

სასწორი - შეიძლება გაგიჭირდეთ, მოგიწევთ მეტად მობილიზდეთ, ჩამოყალიბდეთ და არ წახვიდეთ ინფანტილიზმში.

მორიელი - თავისუფლდებით, მოსვენებით და ნჯღრევის გარეშე შეძლებთ გაიაროთ წლის მეორე ნახევარი.

მშვილდოსანი - ახალი ამბავი, ცვლილება გექნებათ. მნიშვნელოვანია რამდენად აუწყობთ ფეხს ამ ცვლილებებს.

თხის რქა - არანაირი სირთულე აღარ გელოდებათ, ერთი წელია დასრულდა თქვენი სირთულეები. გაცილებით მარტივი პერიოდები გელოდებათ.

მერწყული - აღმოჩნდებით დაკვირვების ქვეშ. ისეთს არაფერს გვთხოვს სამყარო, რომ ვერ მოახერხოთ პერიოდის გავლა. იუპიტერი გვიპირისპირდება, ამიტომ სოციალური წარმატებისთვის გამოსადეგი წელი არ იქნება.

თევზები - წელი იქნება გაცილებით მარტივი, იოლი. კარმული კვანძი გადავა მერწყულში, ამიტომ მეორე ნახევარში იგრძნობთ შვებას“, - ამბობს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ნუ გახდებით სხვისი თვალის და პროვინციალიზმის მსხვერპლი - ახალ წელს არ იყიდოთ არც გოჭი და არც ინდაური, არც ნიგოზი“ - ლევან შელეგია

🎥 როგორი სუფრით უნდა შევხვდეთ ცხენის წელის დადგომას? - მიხეილ ცაგარელის რჩევები

„სიყვარული“ - ნუკი კოშკელიშვილი ქმარ-შვილის ახალ კადრებს გვიზიარებს