რუსუდან კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში დიპლომირებული ჰიპნოთერაპევტი, რეიკის ოსტატი-მასწავლებელია. იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ დედამიწა არის პოლარული კონტრასტების სივრცე. ეს არის ადგილი, სადაც გამოკვეთილად არსებობს სიბნელე და სინათლე, ბოროტება და სიკეთე. მათ გასაყარზე სამყარო ცხადად და მკაფიოდ გვაფრთხილებს, თუ გზაჯვარედინზე გეზის არჩევისას სად შეიძლება ამოვყოთ თავი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვენს არჩევანს:
„დედამიწა გახლავთ თავისუფალი ნების ზონა. ადამიანებს მონიჭებული გვაქვს სრული თავისუფლება ჩვენს არჩევანში და ქმედებებში. ეს , თავის მხრივ, გვეხმარება ჩვენ უკეთ შევიცნოთ საკუთარი თავი და ეხმარება სამყაროსაც უკეთ დაინახოს ჩვენი ნამდვილი სახე.
თავისუფალი ნება მოგვეცა გაფრთხილებით - შეგვიძლია ავირჩიოთ ის, რაც გვსურს და ვაკეთოთ ის, რაც გვინდა, მაგრამ პასუხისმგებელი შედეგებზე მხოლოდ თავად ვიქნებით. ამიტომ, ნებისმიერ ჩვენს გადაწყვეტილებასა თუ ქმედებაზე ასჯერ უნდა დავფიქრდეთ, რათა შემდეგ გვიანი არ იყოს „თითზე კბენანი“.
დედამიწა არის პოლარული კონტრასტების სივრცე. ეს არის ადგილი, სადაც გამოკვეთილად არსებობს სიბნელე და სინათლე, ბოროტება და სიკეთე. მათ გასაყარზე სამყარო ცხადად და მკაფიოდ გვაფრთხილებს, თუ
გზაჯვარედინზე გეზის არჩევისას სად შეიძლება ამოვყოთ თავი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვენს არჩევანს.
დედამიწაზე თავისუფალ ნებასთან ერთად გვეძლევა ინსტრუქციები და წესდებები, რომლებსაც ჭკვიანი ადამიანი ბრძნულად იყენებს. ხოლო, ადამიანი, რომელიც ივიწყებს სულს და რომელსაც სძლევს წუთისოფლის ამაოება, ნელ-ნელა და განუსაზღრელი ვადით ეფლობა სიბნელის ჭაობში, სადაც არის უიმედობა, შიშები, დარდი, აგრესია, დაუნდობლობა, ღალატი და ბოროტების უამრავი სხვა გამოვლინება და რომელში ყოფნაც სულ უფრო და უფრო მძიმე და აუტანელი ხდება.
ბუნებრივია, ადამიანს უჩნდება სურვილი თავი დააღწიოს სიბნელის ჭაობის ბოროტ სამყაროს, მაგრამ სიბნელის და ილუზიის მეოხნი ყველა ღონეს იყენებენ მათ შესაფერხებლად და საკუთარი ზეგავლენის სფეროში ჩასატოვებლად.
ილუზიის ლუციფერული ძალები ოსტატურად უბნევენ ადამიანს თავგზას და არწმუნებენ მას, რომ სიკეთე არ არსებობს - უშლიან მას ზღვარს სიკეთესა და ბოროტებას შორის, თავდაყირა აყენებენ სულიერ კანონებს. სიკეთეს წამოაჩენენ ბოროტებად და ბოროტებას - სიკეთედ. ამპარტავნებას აღვივებენ ბევრში იმ დონეზე, რომ ადამიანების კატეგორიას თავად წარმოუდგენიათ უკვე ღმერთებად თავი.
შედეგად მივიღეთ ის, რომ სულიერებისგან დაცლილმა ადამიანებმა ჭეშმარიტი ღმერთი განდევნეს დედამიწიდან, რომელიც თავისუფალი ზონის სივრცეში მხოლოდ ადამიანის მოხმობით და სურვილით შემოდის. ჭეშმარიტი ღმერთი საკუთარ სიკეთეს და სიყვარულს არავის ახვევს თავს. ის სიყვარულით ელოდება, როდის იბრუნებს ადამიანი პირს მისკენ და როდის მოუხმობს მას. კარგად გავიაზროთ ეს“, - წერს რუსუდან კვირიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ორივე იღუპებით, ფარული ლიკვიდაცია და ფარული თვითლიკვიდაცია“ - ლევან მათითაშვილი დამოკიდებულებაზე
🎥 „ანნას მოგზაურობა ბათუმში ❤️🌴“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს