Digest Logo

„იმედი ეს საწვავია, სანამ ის არის - შენ მიდიხარ...“ - 10 ნიშანი იმისა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გაქვს

1774437113
10 მიზეზი 10 მიზეზი

☀️🙏პატარა შეხსენება მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ყველაფერი ცუდად არის... ✨

1️⃣0️⃣ ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი კარგად გაქვს (მაშინაც კი, თუ ახლა ასე არ გეჩვენება):

1️⃣ დღეს დილით გაიღვიძე. დასაწყისისთვის უკვე არაა ცუდი.

2️⃣ გყავს ადამიანი, ვისაც შეგიძლია სასაცილო კატის ვიდეო გაუგზავნო ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

3️⃣ გახსოვს იმ საჭმლის გემო, რომელიც გიყვარს. არა იმისი, რაც „სასარგებლოა“, არამედ იმისი, რომელიც შიგნიდან დღესასწაულს გიწყობს.

4️⃣ გაქვს ადგილი, სადაც შეგიძლია არ ითვალთმაქცო. გინდა საპირფარეშო იყოს, გინდა აბაზანა და გინდა სკამი პარკში.

5️⃣ დღეში ერთხელ მაინც იცინი. თუნდაც ღამის ორ საათზე ნანახ სულელურ მიმზე.

6️⃣ შეგიძლია გაბრაზება. გაბრაზებული ადამიანები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

7️⃣ გაქვს ნივთი, რომელსაც ატარებ არა იმიტომ, რომ მოდაშია, არამედ იმიტომ, რომ გიყვარს.

8️⃣ შეგიძლია გაიხსენო ბოლო ერთი კვირის სამი მომენტი, როცა თავს კარგად გრძნობდი. უბრალოდ ასე, მიზეზის გარეშე.

9️⃣ კითხულობ ამას და არ ფიქრობ: „მე ეს არ მაქვს“. შენ ფიქრობ: „არადა, მართალია“.

1️⃣0️⃣ შენ ჯერ კიდევ გაქვს იმედი. ხვალინდელი დღის, ზაფხულის, შეხვედრის, საკუთარი თავის. იმედი - ეს საწვავია. სანამ ის არის - შენ მიდიხარ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უნდა ვისწავლოთ ნამდვილი ქრისტიანობა, გონიერი ლოცვა, შიგნით მყოფობა ქრისტესთან...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„აუმჯობესებს მონელებას ამცირებს შებერილობას და მჟავიანობას, ასუფთავებს ორგანიზმს...“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია

„სიყვარულის აფეთქება! ურთიერთობებში შემოდის სიახლე და რომანტიკა...“ - 25 მარტის ტაროლოგიური პროგნოზი

წყარო: www.facebook.com