
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ წერს:
„ჰოროსკოპი 6 სექტემბრისთვის:
მთვარის დღე — 14 / 15
მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე მერწყულში / თევზებში
ვერძი
დღეს არის რისკი, რომ ენერგია არასწორად მიმართოთ. მოუსმინეთ ინტუიციას და ნუ დაკარგავთ მიზნებს. ურთიერთობაში შესაძლებელია დაძაბულობა.
კურო
გეგმა ადვილად ირღვევა. ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე საქმეებს და მოერიდეთ სიჩქარეს.
ტყუპი
ინტუიცია საუკეთესო მეგზურია. იყავით რეალისტი და ნუ ეცდებით სხვების მანიპულირებას.
კირჩხიბი
გამოიჩინეთ სიმტკიცე. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია უთანხმოება, მეტი გულწრფელობა დაგეხმარებათ.
ლომი
ფინანსებს მეტი ყურადღება სჭირდება. საღამო მეგობრებთან გაატარეთ, მიიღეთ პოზიტიური ემოციები.
ქალწული
დღე არ არის ხელსაყრელი მოლაპარაკებებისთვის. მოერიდეთ ზეწოლას. სცადეთ რაღაც ახალი.
სასწორი
გაითვალისწინეთ ჯანმრთელობა, მარტივად შეიძლება დაღლა. ნუ აიღებთ ზედმეტ დატვირთვას.
მორიელი
ახალი საქმეებისთვის დღე არ არის კარგი. სამაგიეროდ, საუბრები და კონტაქტები სასარგებლო აღმოჩნდება.
მშვილდოსანი
ნუ შეეცდებით თქვენი პოზიციის მტკიცედ დამტკიცებას. სიმშვიდე და ნდობა გაამყარებს ურთიერთობას.
თხის რქა
მოვლენები შეიძლება გეგმების საწინააღმდეგოდ განვითარდეს. შეარჩიეთ მარტივი და ნაცნობი საქმეები. თქვენი აზრი მნიშვნელოვანი იქნება.
მერწყული
არ იჩქაროთ ხარჯვა. შეხვედრები მეგობრებთან მოგიტანთ ახალ იდეებსა და სარგებელს.
თევზები
თქვენი განწყობა განსაზღვრავს ბევრს. დაკავდით ნაცნობი საქმეებით, ახალი პროექტები გადადეთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორია თამო ვაშალომიძის მესამე ლუქი ვენეციის კინოფესტივალიდან - მოდელი ახალ კადრებს გვიზიარებს
🎥 „არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე, როგორ გავაგრძელო ცხოვრება...“ - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა
⭕„ჩემი სიყვარული“ - ლევან კობიაშვილის მეუღლე შეფის დაბადების დღიდან ფოტოებს გვიზიარებს