Digest Logo

🎥 „არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე, როგორ გავაგრძელო ცხოვრება...“ - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა

1757100207
ლევან კბილაშვილი

2023 წლის 21 ივნისს მოსკოვში უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.

გარდაცვლილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ლევანთან დაკავშირებულ პოსტებს პერიოდულად აქვეყნებს.

გთავაზობთ მორიგ სტატუსს, რომელიც ლევანს და ანსამბლ ოდას უკავშირდება: 

„არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე, როგორ გავაგრძელო ცხოვრება.

რა გააკეთე ამისთანა, როგორ იცხოვრე, როგორ მოახერხე ასეთი სიყვარული, ერთგულება და განსაკუთრებული მეგობრობა, რომ გვერდიდან არ კი არა ვერ გიცილებენ, არსად გიშვებენ სულ მათთან ერთად ხარ და ალბათ არც გაგიშვებენ. ამ ყველაფერს ხომ დამსახრება უნდა, რომ მარტო ამ ბიჭების არა, უამრავი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურო ისე, რომ ყველგან შენი ხმა ისმოდეს  ამდენი კომენტარი იწერებოდეს.

და ვიდრე ეს ბიჭები და არა მარტო - შენს სიმღერებს შენთან ერთად სცენაზე გააჟღერებენ,რომლებსაც ასე რუდუნებით ეპყრობიან და უფრთხილდებიან,რადგან ის შენი „ექსკლუზივია”, სრულიად შენია, მე დღეს დავრწმუნდი, რომ უფლება არ მაქვს არ ვიბრძოლო ჩემი ჯანმრთელიბისთვის და არ ვიამაყო შენით.

მადლობა ბიჭებო,  მადლობა ლევანიკოს ასეთი დაფასებისთვის, მადლობა ყველაფრისთვის.  
წარმატებები და ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული თქვენ ჩემი გულის უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გათბობისთვის“, - წერს მელიტა ფურცელაძე.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/100092243223868/videos/1282128930258258

ასევე დაგაინტერესებთ: 

„ჩემი სიყვარული“ - ლევან კობიაშვილის მეუღლე შეფის დაბადების დღიდან ფოტოებს გვიზიარებს

„განმეორდება ამაოების და ძალისხმევის უშედეგობის განცდა, პერიოდი კვლავ მოიტანს ახალ კანონებს და მეტად გამკაცრდება ბრძოლა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ“ - ნინა ხომერიკის ვრცელი პროგნოზი „სისხლიან მთვარეზე“

„სამყარო თითქოს თავდაყირა დგება, გონება იბინდება, იმატებს აგრესია, ჩნდება შეზღუდვები“ - რისი გაკეთება არ შეიძლება 6-7 სექტემბერს?