Digest Logo

„ის „ბოროტიც“ უფლის დაშვებაა და უნდა იფიქრო, რომ მშობელს უწყევლი შვილს, რომელიც თავადაც იცის რომ „უვარგისია“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

1770271805
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებას უზიარებს.

მისი თქმით, მშობლისთვის ყველა შვილი - ერთია:

„მომინდა ეს მოსაზრება გამეზიარებინა თქვენთვის...

იცით, რატომ არ უნდა უსურვო ცუდი ბოროტს?

რადგან, ის „ბოროტიც“ უფლის დაშვებაა და უნდა იფიქრო, რომ მშობელს უწყევლი შვილს, რომელიც თავადაც იცის რომ „უვარგისია“… „ასეთის“ მშობელი მაინც დაიცავს თავის პირმშოს როგორი „ცუდიც“ არ უნდა იყოს.

წარმოიდგინეთ, როგორ გავანაწყენებთ უფალს, რომ მისი შვილი, რომელიც ასე სულელურად იქცევა და გაბოროტებულია, დავუწყევლოთ… გთხოვთ, ზედაპირულად არ წაიკითხოთ და გაიაზრეთ რასაც ვწერ…

ღმერთი თუ ვამბობთ რომ მშობელია და ჩვენ თუ გვჯერა, რომ უზენაესი მოსამართლეა და თუ ვამბობთ რომ ძლიერია, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მას ისედაც უწევს რთული არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ორი ერთნაირად საყვარელი შვილიდან, რომელიღაც უნდა აცხონოს და მეორე კი „სამუდამო ცეცხლში“ გაუშვას ხო? ეს იგივეა, დედამ არჩევანი გააკეთოს, რომელი შვილი დარჩეს ცოცხალი ორიდან, პირობითად: „ნარკომანი“ თუ „სპორტსმენი“? როგორ მკრეხელურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ალეგორია - აზრი ასეთია.

ამიტომ, იქ სადაც ჩვენი სათამაშო ჭადრაკი არაა, ნუ დავამატებთ იმ ტიპის ენერგოიმპულსებს, რაც ისევ მრისხანებით მოგვიბრუნდება, როგორი სამართლიანიც არ უნდა იყოს.

მშობლისთვის, ყველა შვილი - ერთია.

ეს გახსოვდეთ!

იმედია სწორად გამიგებთ, გააცნობიერებთ და ამ პროგრამას ერთად შევცვლით ჩვენში…“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მნიშვნელოვანია სად მდებარეობს შესასვლელი კარი, საწოლები, ღუმელი, სამუშაო მაგიდა“ - ფენ-შუი თებერვლის პროგნოზი სექტორების მიხედვით

„ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

„აიღეთ იასამნისფერი ან მუქი წითელი ქსოვილი, დადეთ მასზე თქვენი საფულე და ...“ - რა უნდა გავაკეთოთ 5 თებერვალს?