
ასტროლოგი თამარ აქუბარდია „იუთუბის“ საკუთარ არხზე ხშირად გვიზიარებს ასტროლოგიურ რჩევებსა და რეკომენდაციებს.
ამჯერად იგი ახალ ინფორმაციულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ეგზისტენციალურ ანუ კარმულ ასტროლოგიაზე საუბრობს:
„პირად რუკაში ყოველთვის ვნახულობთ რამდენიმე კომბინაციას, რომელიც აჩვენებს რა მისიით მოვიდა ადამიანი ამ ცხოვრებაში. რა არის მისი სოციალური და პიროვნული მისია. ფსიქოლოგიაში ცოტა შეიძლება ვიმკითხაოთ და რაღაცები საკუთარ თავში დავაჯეროთ, მაგრამ პირად რუკაზე, პირდაპირ იკითხება ენერგიები და ხვდება ცხოვრების საზრისს.
ნეგატიური ემოციები დაკავშირებულია გაშვების შიშთან. აღმოვაჩენთ არასრულყოფილ, პატარა ჩვენ თავს. ამას რომ შევხედავთ სწორედ აქ ხდება გამთლიანება, სიყვარულით სავსე და შემწყნარებელი ადამიანი. მეგობრებში და გარემოში სადაც ვტრიალებდით, იმას ვატრიალებთ მთელი ცხოვრება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვობას და ოჯახს, სწორედ ამიტომ ეძებენ მსგავს ადამიანებს მომავალში.
კარმულ ასტროლოგიაში ვართ ძალიან დიდი ხანია. კარმულ ასტროლოგიაში ის დედა და მამა, რომლებიც ჩვენ გვყავდა, ისინი იყვნენ წინა ცხოვრებაში ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ ვართ. ზოგჯერ არაცნობიერში შევდივართ, სადაც ჩვენ ვართ ისინი. ამ მშობლების ხმის ჩახშობა ხდება შემდგომ და ვიწყებთ გაცნობიერებას რა გვინდა ჩვენ. აკრძალვებში ვიზრდებოდით, გვქონდა წინააღმდეგობები, ამიტომ ჩვენ შემდეგ ვაცნობიერებთ რომ ეს ხმა უნდა იყოს ჩვენი. სწორედ ეს არის ტყუილის ენერგია. თან ვხვდებით, რომ ამ ენერგიას ტყუილად ვხარჯავთ.
არიან ისეთებიც, რომლებიც მწერენ რომ „ახლა მივხვდი, რაც მელაპარაკე 10 წლის წინო და ზუსტად ისე წავიდა ჩემი ცხოვრება როგორც მითხარიო“. ზოგჯერ დრო გვჭირდება, რომ შევხვდეთ სწორ ადამიანებს და იმას, რაც ჩვენ გვინდა. შიგნით ჩაბუდებული ტრავმები იჩენს ხოლმე თავს და სწორედ ამიტომ ხდება ვყოყმანობთ ან გვეშინია, რომ თვალი გავუსწოროთ რეალობას“, - ჰყვება თამარ აქუბარდია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გულიც მტკივა, მაგრამ რადგან არ მიღირს ადამიანების დაკარგვა, ბევრს ვპატიობ“ - ნინო ლეჟავა
⭕„ყველაზე ნამდვილი მე ვარ...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ბარბარა სამხარაძე?