
24 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, დაიხვეწა, ბოლო დროს საკმაოდ გახდა და საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:
„რამდენიმე დღის წინ ფოტოსესია მქონდა ჩემს მეგობართან Maxime Baqradze Photography-სთან
ბევრი კი ვიპოზიორე (იმ ფოტოებს მალე გაგიზიარებთ) მაგრამ, ეს ფოტო დაუგეგმავად გადამიღო.
ყველაზე ნამდვილი მე ვარ, ამ არაფრით განსაკუთრებულ ფოტოში“, - წერს ბარბარა სამხარაძე ფოტოზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო