Digest Logo

„იწვევს მიზიდულობას, რომელსაც ლოგიკა ვერ ხსნის, მაგრამ მათი მიზანი ხშირად არის ერთი რამ...“ - რატომ მეორდება ჩვენს ცხოვრებაში ერთი და იგივე ადამიანები?

1773726682
ქეთევან ჯანდიერი

ხშირად გვგონია, რომ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით ჩნდებიან, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით საკუთარ გამოცდილებას, აღმოვაჩენთ უცნაურ კანონზომიერებას, თითქოს სხვადასხვა სახეებით, მაგრამ ერთსა და იმავე ენერგიას ვხვდებით. 

აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი საუბრობს:

„რატომ მეორდება ჩვენს ცხოვრებაში ერთი და იგივე ადამიანები?

ხშირად გვგონია, რომ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით ჩნდებიან, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით საკუთარ გამოცდილებას, აღმოვაჩენთ უცნაურ კანონზომიერებას, თითქოს სხვადასხვა სახეებით, მაგრამ ერთსა და იმავე ენერგიას ვხვდებით.

ვიცნობთ ადამიანს, გვტკენს, ვშორდებით… და გარკვეული დროის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში ისევ ჩნდება ვიღაც, რომელიც ძალიან ჰგავს მას - ხასიათით, ქცევით, ურთიერთობის სცენარით.

რატომ ხდება ასე? ამას ბევრი მეკითხება.. ეს კითხვა შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე დონეზე ფილოსოფიურად, ფსიქოლოგიურად, ეზოთერულად და მეტაფიზიკურადაც..

ფილოსოფიაში ხშირად გვხვდება აზრი, რომ ცხოვრება არ არის უბრალოდ მოვლენების შემთხვევითი ნაკრები. ის უფრო ჰგავს სკოლას, სადაც თითოეულმა ადამიანმა გარკვეული გამოცდილება უნდა გაიაროს.

როდესაც გაკვეთილს ბოლომდე ვერ ვიგებთ, ცხოვრება თითქოს გვიბრუნებს იმავე თემას — სხვა ფორმით, მაგრამ იგივე არსით. ამიტომაც გვხვდება მსგავსი ადამიანები. არა იმიტომ, რომ სამყარო გვსჯის, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს ცნობიერებას ჯერ არ გაუხსნია ის, რაც უნდა გავიგოთ.

აი, ფსიქოლოგიის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს შინაგანი ემოციური პროგრამები, რომლებიც ბავშვობიდან ყალიბდება. ჩვენ ხშირად ქვეცნობიერად ვირჩევთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნაცნობ ემოციურ გარემოს გვახსენებენ.

მაგალითად, თუ ბავშვობაში სიყვარული რთულად მისაღები იყო, ადამიანი ხშირად იზიდავს პარტნიორებს, რომლებთანაც სიყვარული ისევ რთული ხდება. ქვეცნობიერი უცნაურად მუშაობს, ის ყოველთვის არ ეძებს ბედნიერებას.

ის ეძებს ნაცნობს. ამიტომაც შეიძლება სხვადასხვა ადამიანთან ერთი და იგივე ურთიერთობის სცენარი განმეორდეს.
ეზოტერულ სწავლებებში არსებობს იდეა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი ვიბრაცია - ენერგეტიკული სიხშირე. ჩვენ ვიზიდავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ვიბრაციას ემთხვევიან. თუ ადამიანის შიგნით არის დაუმუშავებელი ტკივილი, შიში ან დაუხსნელი კარმული გამოცდილება, ეს ენერგია თითქოს მაგნიტივით იზიდავს მსგავს ენერგიას, ამიტომაც შეიძლება ერთი და იგივე ტიპის ადამიანი რამდენჯერმე გამოჩნდეს ცხოვრებაში - სანამ შინაგანი ვიბრაცია არ შეიცვლება.

ბევრ სულიერ ტრადიციაში საუბრობენ კარმულ ურთიერთობებზე. ეს არის იმ ტიპის ადამიანები, რომელთანაც სული გარკვეულ გამოცდილებას გადის. ზოგჯერ ისინი მოდიან სიყვარულის მოსატანად. ზოგჯერ კი — გაკვეთილის. კარმული კავშირები ხშირად ძლიერ ემოციურია.

ისინი იწვევს მიზიდულობას, რომელსაც ლოგიკა ვერ ხსნის, მაგრამ მათი მიზანი ხშირად არის ერთი რამ - ცნობიერების გაფართოება!

სხვათა შორის, თანამედროვე მეცნიერებაში, განსაკუთრებით კვანტური ფიზიკის ფილოსოფიურ ინტერპრეტაციებში, არსებობს იდეა, რომ რეალობა გარკვეულწილად ჩვენი ცნობიერების ანარეკლია. როდესაც გარკვეული შინაგანი მდგომარეობა მუდმივად არსებობს, რეალობა თითქოს ქმნის ისეთ მოვლენებს და ადამიანებს, რომლებიც ამ მდგომარეობას ასახავს. ეს შეიძლება შევადაროთ სარკეს. თუ სარკეში ერთი და იგივე სურათი ჩანს, შესაძლოა „პრობლემა” სარკეში არ არის - არამედ იმაში, ვინ დგას მის წინ.. არა?

როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარი ქცევების, ემოციების და შინაგანი შაბლონების გაცნობიერებას, საინტერესო რამ ხდება. ცხოვრება თითქოს ნელ-ნელა წყვეტს იმავე სცენარის გამეორებას.

მოულოდნელად ჩვენს სივრცეში ჩნდებიან სხვა ტიპის ადამიანები — უფრო მშვიდი, უფრო მხარდამჭერი, უფრო ჰარმონიული. ეს არ არის შემთხვევითობა. ეს არის ნიშანი, რომ შინაგანი ენერგია შეიცვალა.

შესაძლოა ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით მართლაც რომ არ მოდიან.. ზოგი მათგანი გვაჩვენებს სიყვარულს.

ზოგი — ჩვენს ჩრდილებს. ზოგი კი უბრალოდ გვახსენებს, რომ ჯერ კიდევ რაღაც გვაქვს გასაგები საკუთარ თავში და სანამ ეს “გაგება” არ მოხდება, ცხოვრებამ შეიძლება ისევ და ისევ დაგვახვედროს
იგივე სული (ენერგია) ოღონდ სხვადასხვა სახით..“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

B12 და თმის გათხელების დამალული მიზეზი - არუნ ხათრის რეკომენდაციები

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 17 მარტის ასტროლოგიურ ენერგიებზე

„ტანსაცმელი, რომელიც გეცვათ, მაშინვე გაიხადეთ და გარეცხეთ, ნუ დატოვებთ მას ოთახში...“ - ქცევის წესები სასაფლაოზე