ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 19 აპრილზე და ამ დღის დატვირთვაზე საუბრობს:
„2026 წლის 19 აპრილი - აკშაი ტრიტია
ლეგენდის მიხედვით (ინდურ ტრადიციებში) სამყარო სწორედ ამ დღეს შეიქმნა, ამიტომ ეს დღე ითვლება სამყაროს დაბადების დღედ. იზეიმეთ, გამოხატეთ სიყვარული, იცეკვეთ, მიუტევეთ და მორთეთ საკუთარი თავიც და სამყაროც ყვავილებით, საჩუქრებით, სიურპრიზებით, ტკბილეულით, სურნელებით. გააფერადეთ ეს დღე
ეს განსაკუთრებული დროა წლის განმავლობაში და ითვლება უძლიერეს ენერგეტიკულ დღედ, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ ამ დღეს უნდა დაიწყოთ.
ამ დღეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ რაიმე კარგი, რაც გაგახარებთ არა მარტო თქვენ, არამედ სხვებსაც.
აკშაი ტრიტია ( უხრწნელი- მარადიული)
დაფიქრდით: რა შეიძლება გააკეთოთ თქვენი ბედნიერებისთვის.
ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სრულიად შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების მიმართულება. გამოიყენეთ ამ დღის დიდებული ძალა.
რეკომენდაცია:
მადლიერება სამყაროსა და ყოველი არსების მიმართ.
სასურველია ამ დღეს დაწეროთ თქვენი ცხოვრების 10 წლიანი გეგმა, როგორიც გინდათ იყოს თქვენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ. დაინახეთ თქვენი თავი 10 წლის შემდეგ საუკეთესო ფორმაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
გააკეთეთ რაიმე მნიშვნელოვანი სწორედ ამ დღეს! თუნდაც გადადეთ მცირე თანხა თქვენი სასურველი ბინის საყიდლად. ან გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცხოვრების შესაცვლელად, მხოლოდ ერთი ნაბიჯი. სასურველი შედეგით შესაძლოა მალე გაოცებული დარჩეთ.
იყიდეთ ძვირფასი სიმბოლური ნივთი იმ სანუკვარი სურვილისთვის, რომლის განხორციელებაც დიდი ხანია გინდათ, გაიღეთ მაქსიმალური ამ ძვირფასი ნივთისთვის, იქნება ეს სარკე, ოქროს ან ვერცხლის სამკაული ან სხვა.
მნიშვნელოვანია ასევე ამ დღეს ქველმოქმედება. იზრუნეთ იმ ადამიანებზე ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება, ცხოველებზე, მცენარეებზე.
სასიკეთოა ამ დღეს პრობლემების მოგვარება, ურთიერთობები ნებისმიერ სფეროში.
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი სტარტი წარმატებით დაგვირგვინდება“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „იესო ქრისტე იძებნება ეკლესიაში...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე