Digest Logo

იუპიტერისა და სატურნის ტრინი: მიზნების ფორმირება, მყარი საძირკვლის შექმნა, სოციალური განვითარება - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

1787999752
რამაზ გიგაური

1 სექტემბერს, თბილისის დროით ღამის 02:16 საათზე, ცის კაბადონზე ჰარმონიული მოვლენა – იუპიტერისა და რეტროგრადული სატურნის ტრინის პიკი იქნება (+/- 3 დღე).

ეს ტრინი ცეცხლის სტიქიაში, ლომისა და ვერძის მე-14 (13°41') გრადუსზე ხდება.

⚖️ რას ნიშნავს ეს ასპექტი?

ასტროლოგიაში იუპიტერი გამარჯვების, გაფართოების, იღბლისა და მასშტაბური იდეების პლანეტაა. სატურნი კი - წესრიგის, დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და წინაღობების გადალახვის.

თუ იუპიტერი (მით უმეტეს ლომის ნიშანში) დიდ მასშტაბებზე, შემოქმედებით წვასა და ამბიციურ ნახტომებზე მიუთითებს, სატურნი უკვე „მოითხოვს“, რომ ეს ყველაფერი მყარ საძირკველზე და რაც მთავარია, სისტემურად აშენდეს.

შესაბამისად, ამ ორი პლანეტის ჰარმონიული კავშირი ოპტიმიზმისა და პრაგმატული გათვლების ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნის.

🎯 რისთვის არის ეს პერიოდი იდეალური?

ამ ტრანზიტის ენერგია მოქმედებს როგორც აგვისტოს ბოლოს, ისე სექტემბრის დასაწყისშიც.

ასე რომ, ეს დრო მაქსიმალურად პრაქტიკულად უნდა გამოვიყენოთ: ✅ 📈 გრძელვადიანი პროექტები: შესანიშნავი დროა ისეთი საქმის დაგეგმისთვის ან დაწყებისთვის, რომელმაც წლების განმავლობაში უნდა იმუშაოს და ფინანსური შედეგი მოიტანოს.

✅ 🎨 პროექტების პრაქტიკული რეალიზება: ამ პერიოდში ლომის შემოქმედებითი ენერგია კონკრეტულ ფორმას იღებს. კარგი დროა იდეების კონკრეტულ გეგმებად ჩამოყალიბებისთვის და დაწერისთვის, ასევე პროფესიულ საქმეში ახალი შემოქმედებითი იმპულსების შეტანისთვის.

✅ 🏗️ ძველი საქმეების რეორგანიზება და სისტემური ცვლილებები: რადგან სატურნი რეტროგრადულია (უკან მოძრავი), ეს ასპექტი წარსულში დაწყებული, მაგრამ შეჩერებული ან არეული საქმეების ხელახლა დალაგებასა და მათთვის მეორე სუნთქვის შთაბერვაში დაგეხმარებათ.

✅ ♟️ გონივრული რისკი: ამ ასპექტის სტიქია ცეცხლია. აქედან გამომდინარე, იუპიტერი რისკიან, გაბედულ ნაბიჯებს „ითხოვს“, სატურნი კი არსებულ რისკებს მაქსიმალურად „აზღვევს“ და სტრატეგიულად სწორ გათვლებს უწყობს ხელს.

💡 მთავარი რჩევა: აირჩიეთ ერთი, ამბიციური მიზანი (იუპიტერი) და მას განხორციელების კონკრეტული ვადები და გეგმები ჩამოუწერეთ (სატურნი). ამის შემდეგ კი გაბედულ და კონკრეტულ მოქმედებებზე გადადით. ახლა იდეების კონკრეტულ საქმეებად ქცევის დროა!

ასევე დაგაინტერესებთ:

მხსნელის სინდრომი: რატომ გვგონია, რომ ყველა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ?

„უსაზღვრო სიყვარული...“ - ნანუკა გუდავაძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან

ოჯახი ახმეტაში მცხოვრებ 24 წლის ახალგაზრდას ეძებს