პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სად მდებარეობს შესასვლელი კარი, საწოლები, ღუმელი, სამუშაო მაგიდა.
მოხვდნენ თუ არა ისინი მოცემულ სექტორებში? თუ სექტორი კარგია - გაგიმართლათ.
მფრინავ ვარსკვლავებს საცხოვრებელ სივრცეში განვიხილავთ შემოსასვლელი კარიდან გაზომვის შესაბამისად (ვისაც აღნიშნული გაზომვები არ გაქვთ გაკეთებული, მარტივი ვარიანტია გაზომოთ ბინის ცენტრიდან კომპასით).
ჩრდილო-დასავლეთი
თვის ყველაზე რთული სექტორია. თუ შესაძლებელია, უმჯობესია მისი მინიმალურად გამოყენება. აქ ენერგია მკვეთრი, უსიამოვნო და არასტაბილურია. შესაძლებელია ტრავმები, საავარიო შემთხვევები, ფინანსური დანაკარგები და ჯანმრთელობის უეცარი პრობლემები.
ასევე თავს იჩენს ინტენსიური სიზარმაცე და განცდა, თითქოს არაფრის ძალა არ შეგწევს. სწორედ ამ მდგომარეობაში იწყებენ ადამიანები ხშირად ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებების მიღებას.
ამიტომ, ივნისში აქ გმირობის დრო არ არის.
ნუ წამოიწყებთ მნიშვნელოვან პროექტებს. ნუ გარისკავთ ფინანსურად. ნუ ჩადებთ ინვესტიციას „იმპულსურად“. და აუცილებლად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ ქრონიკული პრობლემები.
ზოგჯერ რთული თვის გადატანის საუკეთესო გზაა - უბრალოდ ცხოვრება კიდევ უფრო არ გაირთულო.
დასავლეთი
უყვარს ლამაზი ილუზიების შექმნა. შეიძლება მოჩანდეს, რომ ეს იდეალური შეთავაზებაა - სწრაფი ფული. მოგებიანი თანამშრომლობა. ფანტასტიკური შესაძლებლობა. მაგრამ შემდეგ მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ პირობები არც ისე კარგია. ამიტომ, ნუ იქნებით გულუბრყვილო. განსაკუთრებით თუ ვინმე შემოსავლებზე ძალიან ლამაზად საუბრობს.
სექტორს ასევე შეუძლია ადამიანებისა და გარემოებების მხრიდან ზეწოლის მოტანა. სამუშაომ შეიძლება მოიმატოს, მადლიერებამ კი მოიკლოს. სამაგიეროდ მოგვიანებით, ეს შეიძლება გამოცდილებაში, კავშირებში, ან რეპუტაციაში გადაიზარდოს. ყველაზე სასიამოვნო სცენარი არ არის, მაგრამ ზოგჯერ სასარგებლოა. ნუ იჩქარებთ გაგიჟებით. და იფრთხილეთ - ეს თვე ტრავმებისკენ არის მიდრეკილი.
ჩრდილო-აღმოსავლეთი
ძალიან კონფლიქტური ენერგიაა. ჭორები, წყენა, გაუგებრობები და ზურგს უკან უცნაური საუბრები - ამ ყველაფერს სწორედ აქ შეუძლია ამოტივტივდე. ზოგჯერ ადამიანები ვერც კი ამჩნევენ, როგორ ერთვებიან სხვის განსჯასა და არასაჭირო კონფლიქტებში.
ამ თვეში საუკეთესო გამოსავალია, მაქსიმალური დისტანცია დაიჭიროთ სხვა ადამიანების დრამებისგან.
ამ სექტორმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების დაავადებები და ალერგიები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას. ორგანიზმი ახლა რთულად იტანს საკვებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს.
კორექციისთვის შეგიძლიათ „მარილის წამალი“ გამოიყენოთ (დიდ ჭურჭელში წყალი+ მარილი) და ეცადეთ, მოერიდოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ინფორმაციის გაზიარებას. საჭირო არ არის ყველამ იცოდეს, სად მიდიხარ, რამდენს გამოიმუშავებ და რა გეგმები გაქვს.
სამხრეთი
ისედაც არახელსაყრელია მთელი წლის განმავლობაში და ახლა განსაკუთრებით. შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი ხარჯები, ფინანსური შედომები, ჯანმრთელობის პრობლემები და "უეცრად" წარმოქმნილი უსიამოვნო სიტუაციები. ასევე, ფრთხილად იყავით ხელებთან და სახსრებთან; შესაძლებელია დაზიანებები, განსაკუთრებით თუ მუდმივად ჩქარობთ და ყველაფერს "გადარბენაზე" აკეთებთ.
თუ ამ სექტორში კარია და მისი გამოყენებისგან თავის არიდებას ვერ ახერხებთ, ჩამოკიდეთ ლითონის ზარი წკრიალა ხმით. ბინის ყველაზე სამხრეთ ნაწილში საურველია ფენშუი ხსნარის მოთავსება (წყალი+მარილი+მონეტები) და არავითარი „ფულის სწრაფად შოვნის" ტიპის თავგადასავლებს.
ჩრდილოეთი
ძალიან საინტერესოა. აქ ფული არის, იდეებიც. შესაძლოა, შთაგონება გაგიჩნდეთ, ცვლილებების, ახლის მოსინჯვის სურვილი. შესაძლებელია კარგი შედეგები სამსახურში და შემოსავლის ზრდაც.
თუმცა, ეს სექტორი ამავდროულად ემოციურ მდგომარეობებზეც მოქმედებს. შეიძლება გაღიზიანება დაგროვდეს. მოგინდებათ ძალის დემონსტრირება, კამათი და მკაცრად საუბარი. შემდეგ კი - სინანული.
ამიტომ, მნიშვნელოვანია თავის კონტროლი. ზოგჯერ მშვიდი ტონი უფრო გადამწყვეტია, ვიდრე გრძელი ახსნა-განმარტებები და „ყველა თავის ადგილზე დაყენების“ მცდელობა.
ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ღირს ყურადღება მიაქციოთ თავსა და თვალებს. და ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ნერვული გადატვირთვა.
სამხრეთ-დასავლეთი
ძალიან უცნაური სექტორია... ორგვარი. ერთი მხრივ, სწავლა, ახალი ცოდნა, შემოქმედება და რაღაც უჩვეულოს მიმართ ინტერესი. შესაძლებელია მოულოდნელად ახალი თემით გატაცება, ან ჰობი, ან ისეთი რამის შესწავლა, რაც აქამდე არ გიცდიათ.
მეორეს მხრივ, ამ სექტორმა შეიძლება საეჭვო კავშირები და უცნაური ისტორიები გამოიწვიოს. ამიტომ ახალი ადამიანების იდეალიზება არ არის საჭირო და ნურც ემოციების მორევში გადაეშვებით უეცრად, განსაკუთრებით თუ ურთიერთობა საეჭვოდ სწრაფად ვითარდება.
ამიტომ უბრალოდ თქვენი საქმე აკეთეთ: ისწავლეთ, წაიკითხეთ, შექმენით.. მკვეთრი ნაბიჯების გარეშე.
აღმოსავლეთი
აქ ენერგიები უფრო მძიმე და ნელი ხდება. შეიძლება იგრძნოთ, რომ ყველაფერი ჩიხშია. გინდათ საქმეების სწრაფად დასრულება, მაგრამ ჭიანურდება. გინდათ მოქმედება, მაგრამ ძალა არ გყოფნით.
ამ ენერგიას უყვარს პროცესების შენელება, განსაკუთრებით თუ დიდი ხანია დასვენების გარეშე მუშაობთ.
გარდა ამისა, ამ სექტორმა შეიძლება საჭმლის მონელების, კანის, სახსრების და კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. თითქოს სხეული გეუბნებათ: „საკმარისია, გაჩერდი. დაისვენე!“
თუ შესაძლებელია, უმჯობესია აქ მუდმივად არ დაიძინოთ, ან იმუშაოთ.
მაგრამ არის საინტერესო ნიუანსი. მთელი შენელების მიუხედავად, გულმოდგინე მუშაობით ამ სექტორს მაინც შეუძლია ფულის მოტანა. დიახ, დატვირთვა მოგიწევთ, მაგრამ შედეგებმა შეიძლება სასიამოვნოდ გაგაოცოთ. მთავარია, არ მისცეთ თავს უფლება ძალიან დაიღალოთ.
ავტორი: თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ალექსანდრა პაიჭაძე ბარსელონაში მოგზაურობს - „ღმერთმა დაგვლოცოს ბევრი ფულით“
🎥 7 მიზეზი, თუ რატომ არის ფსიქონუტრიციოლოგია გზა განკურნებისკენ - ნატა გაგუას განმარტება