Digest Logo

🎥 7 მიზეზი, თუ რატომ არის ფსიქონუტრიციოლოგია გზა განკურნებისკენ - ნატა გაგუას განმარტება

1780662123
ნუტრიციოლოგია

7 მიზეზი, თუ რატომ არის ფსიქონუტრიციოლოგია გზა განკურნებისკენ:

1. შიმშილი ყოველთვის საკვების ნაკლებობას არ ნიშნავს.

ზოგჯერ ეს აღიარების, უსაფრთხოების ან უბრალოდ სითბოს წყურვილია. სანამ ამ შინაგან სიცარიელეს თავის ნამდვილ სახელს არ დავარქმევთ, მაცივარი ხშირად „დაგვიძახებს".

2. შაქარი ემოციური ტკივილის ყველაზე ხელმისაწვდომი ანესთეზიაა.

როდესაც ტკბილი გინდებათ, ეს ნებისყოფის სისუსტე კი არ არის, არამედ ნეიროფიზიოლოგიაა — სხეულის მცდელობა, დაამშვიდოს გადაღლილი ნერვული სისტემა.

3. ნაწლავური მიკრობიომი ჩვენს ხასიათსა და არჩევანს მართავს.

პათოგენურ ბაქტერიებს აქვთ უნარი, ტვინს თავიანთი მოთხოვნები უკარნახონ. შენ კი გგონია, რომ ეს შენი გაცნობიერებული არჩევანია.

4. კვებით ჩვევებს დედის ხელებისა და სახლის სიმყუდროვის სურნელი აქვს.

ჩვენი კავშირი საკვებთან ადრეულ ასაკში დაწერილი, ღრმა ემოციური ისტორიაა.

5. სხეული ყოველთვის გვეკონტაქტება.

ღამის ჭამა, „ზედმეტი“ კილოგრამები თუ მუდმივი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება - ეს პათოლოგია კი არ არის, არამედ სხეულის მიერ მოყოლილი ამბავია, რომელსაც მოსმენა და გაგება სჭირდება.

6. განკურნების დასაწყისი საკუთარი თავის მიღებაა და არა - სიძულვილი.

შეუძლებელია სხეულის ტრანსფორმაცია იმ წერტილიდან, სადაც ყოველ ჯერზე სარკეში ჩახედვა საკუთარი თავის დესტრუქციული კრიტიკით სრულდება.

7. სხეული არ გებრძვის — ის შენთვის იბრძვის.

ყოველი სიმპტომი მისი გადარჩენის სტრატეგიაა. უბრალოდ, ჩვენ ხშირად არ ვიცით სხეულის ენა.
ფსიქონუტრიციოლოგია სწორედ ეს ენაა - უნარი, გაუგო საკუთარ სხეულს.

ასევე დაგაინტერესებთ:

თუ მზად ხარ საკუთარ შიშებს თვალებში ჩახედო, აი, 7 არასასიამოვნო, მაგრამ გათავისუფლებისთვის აუცილებელი სიმართლე

ნიკოტინი: ფარული საფრთხე თქვენი ძვლებისთვის - არუნ ხათრი საზოგადოებას აფრთხილებს!

რა მოხდებოდა, ერთი დღით ადრე რომ დაბადებულიყავით?