ეს მტკივნეული იქნება, მაგრამ მაინც გეტყვით..
ხშირად იმ ილუზიებში ვცხოვრობთ, რომლებიც რეალობისგან გაქცევაში გვეხმარება.
სიმართლე კი რომელსაც, თერაპიაში ხშირად ვაწყდებით, ყოველთვის კომფორტული არ არის.
თუ მზად ხართ საკუთარ შიშებს თვალებში ჩახედოთ, აი, 7 არასასიამოვნო, მაგრამ გათავისუფლებისთვის აუცილებელი სიმართლე:
1) მშობლებზე განაწყენება 30 წლის შემდეგ ინფანტილიზმია.
ნაცვლად იმისა, რომ თავად გახდეთ საკუთარი თავის მოსიყვარულე მშობელი, კვლავ ბავშვურ მოლოდინში ხართ, რომ ისინი მოგცემენ იმას, რაც დაგაკლდათ.
2) მუდმივი სწავლა, უმოქმედობასთან ერთად, ხშირად სიმხდალეა.
დიპლომებისა და კურსების დაუსრულებელი კოლექციონირება ხშირად მხოლოდ ილუზიაა.
ეს არის ხერხი, გადადოთ ის მომენტი, როცა სამყაროს საკუთარი თავი უნდა წარუდგინოთ და გარისკოთ. შეცდომის დაშვების შიში გმართავთ (ეს არის ილუზია, რომ ჯერ კიდევ არ ხარ საკმარისად კარგი/მზად საიმისოდ, რომ რეალურ ცხოვრებაში გადადგა ნაბიჯი).
3) მუდმივი რეკომენდაცია და რჩევები მაშინ როდესაც, არ გთხოვენ - ეს ფარული ძალადობაა.
როცა რჩევას გაძლევენ იქ სადაც, არავის უთხოვია, ეს დახმარება კი არა სხვისი დაბნეულობის ხარჯზე საკუთარი თავის დამკვიდრების მცდელობაა.
4) თქვენ არ ეძებთ საკუთარ თავს, თქვენ იმალებით.
საკუთარი „დანიშნულების“ დაუსრულებელი ძიება და სფეროების მუდმივი ცვლა არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა, რათა კონკრეტულად ერთ საქმეში მაინც არ დადგეს რეალური შედეგი.
5) თქვენ არ დაღლილხართ, თქვენ აზრს ვეღარ ხედავთ.
ქრონიკული აპათია და მუდმივად სავარძელში ყოფნის სურვილი სიზარმაცე კი არა, ფსიქიკის ყვირილია! ნიშანი იმისა, რომ სხვისი, თავსმოხვეული ცხოვრებით ცხოვრობთ (ფსიქიკა უბრალოდ უარს ამბობს ენერგიის გამოყოფაზე იმ მიზნებისთვის, რომლებიც თქვენი არ არის. ადგომის ძალა მხოლოდ მაშინ გაგიჩნდებათ, როცა საკუთარ სურვილებზე პასუხისმგებლობას თავად აიღებთ).
6) მამაკაცი ეს არ არის თქვენი ფინანსური გეგმა.
მოლოდინი, რომ პარტნიორი დახურავს ყველა თქვენს შიშს და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მიდის არა ბედნიერებამდე, არამედ მშფოთვარე დამოკიდებულებაში.
7) თქვენ მარცხის კი არა, წარმატების გეშინიათ.
მარცხი ნაცნობია და თავისებურად „კომფორტულიც“. აი წარმატება კი მოითხოვს პასუხისმგებლობის სრულიად ახალ დონეს, რისთვისაც შესაძლოა შინაგანად მზად არ იყოთ.
კითხვისას, დააკვირდით თქვენს სხეულს: სად იგრძენით დაჭიმულობა ამ პუნქტების წაკითხვისას? ყელში ბურთი გაგეჩხირათ, სუნთქვა შეგეკვრათ თუ მუცლის არეში სიმძიმე იგრძენით? სხეულმა ყოველთვის იცის, სად მალავთ სიმართლეს.
ეს არ არის განაჩენი, ეს წერტილია, საიდანაც ნამდვილი ზრდა იწყება.
ამ სიმართლის აღიარება და სხეულში გატარება, ილუზიების მსხვრევისდა მიუხედავად, უდიდესი გათავისუფლებაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნიკოტინი: ფარული საფრთხე თქვენი ძვლებისთვის - არუნ ხათრი საზოგადოებას აფრთხილებს!
⭕რა მოხდებოდა, ერთი დღით ადრე რომ დაბადებულიყავით?
⭕იშვიათი ასტროლოგიური შანსი: ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც უახლოეს დღეებში ყველაზე მეტად გაუმართლებს