18 მარტი მისტიკის, კრეატივისა და პოზიტივის დღეა.
დღეს დღის ენერგია არის ციფრი 4 - სტაბილურობის, ფიქრის სიწმინდისა და სწორად დაგეგმვის სიმბოლო.
შენი განწყობა დღეს ხდება მაგნიტი, რაც მეტ პოზიტივს გამოასხივებ, მით მეტი სასიამოვნო სიურპრიზი მოვა შენს ცხოვრებაში.
„ეს დღე გთხოვს:
იყავი შემოქმედებითი, იფიქრე განსხვავებულად, არ შეგეშინდეს საკუთარი იდეების გამოხატვის.
შეინარჩუნე შიდა სიმშვიდე მედიტაცია, აფირმაციები და უბრალო სიჩუმეც კი დღეს ძლიერად მუშაობს. ფინანსებში გამოიჩინე გონიერება, პატარა ნაბიჯები დიდ შედეგამდე მიგიყვანს.
დაგეგმე, დაწერე მიზნები და მიეცი მიმართულება შენს ენერგიას.
⚠️ დღეს თავი აარიდე:
ნეგატიურ ფიქრებს, კრიტიკას და ჭორებს სიტყვებს დღეს განსაკუთრებული ძალა აქვთ.
ასევე, ნუ იჩქარებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და დოკუმენტებზე ხელმოწერას სჯობს გადაამოწმო და დრო მისცე მოვლენებს.
🌿 ოთხშაბათი განსაკუთრებით იღბლიანია მათთვის, ვინც დაიბადა 5, 14 და 23 რიცხვში და დღის ენერგიას
აძლიერებს ფერები:
მწვანე და ლურჯი გახსოვდეს:
დღეს შენ ქმნი რეალობას შენი ფიქრითა და განწყობით“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: