ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ არსებულ ვითარებასა და მოსალოდნელ პროგნოზზე საკუთარ აზრს გვიზიარებს:
„საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე არასდროს დაობლებულა და არც არასდროს დაობლდება!
აქაურობას თქვენ რომ იცოდეთ რამხელა ნათელი ძალა იცავს და რაოდენ დიდია ღვთისა და ღვთისმშობლის ამაგი ჩვენზე, ბუნებრივია, ცოცხალ და გარდაცვლილ წმინდანებთან ერთად, თავადაც გაოგნდებოდით.
ყველანაირი მძიმე დღეები გადაივლის და წარსულს ჩაჰბარდება!
აუცილებლად, იქნება მომდევნო წლებში გატარებული საეკლესიო რეფორმები, ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება.
გამოჩნდებიან ახალი და ძველი კადრები, რომლებიც შეეცდებიან ვითარების სასიკეთოდ წარმართვას.
სწორედ ამას ამბობდა ბერი გაბრიელი, „სულიერად საქართველო რომ იტყვიან აღარ არის“, ბნელი ღამიდან დაიწყება განათება. თუ კარგად არ დამწუხრდა, იქამდე არ გათენდება.
წმინდანი იყო სიცოცხლეშივე ბერი გაბრიელი, წმინდანები იყვნენ მამა გიორგი მხეიძე და მამა იოანე მაისურაძე! წმინდანი იყო ფეხით მოსიარულე მამა გიორგი ბასილაძე, მამა ვასილ ფირცხალავა, ბერი ილარიონ სამხარაძე და სხვა მრავალი, რომლებიც აწ უკვე იმქვეყნად არიან.
ვისთვის გასაკვირი იქნება და ვისთვის სულაც არა, ახალ და ძველ სასულიერო პირებთან ერთად, ბოლო მოვლენებში აქტიურად გამოჩნდება ყველასათვის ცნობილი ბერი ნიკოლოზი და როგორც ბერმა გაბრიელმა წინასწარ განჭვრიტა და ბრძანა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატზე: „ათასი წლის წინ რომ ხატი მიიღო ის მე ვარ და ახლაც მივიღებ და ნაპირზე შენ ნიკოლოზ და ხუთი ბერი დამელოდებით“.
მომდევნო წლების მოვლენები, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით პარანორმალური მოვლენებით იქნება სავსე. ნახავთ ბევრ დაუჯერებელ და სენსაციურ ამბებსაც.
საქართველო იქნება ბოლომდე დაცული და ბოლო წამამდე საუფლო აღთქმის ქვეშ მყოფი, რაოდენ გაიცა დაპირება უფლისა მისი მშობლისადმი, რომ ქვეყნის აღსასრულამდე მას დაიცავდა!
ბუნებრივია, ლოკალურად აქაც იქნება ხანმოკლე არეულობები თუ სხვა, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რაც ფარგლებს გარეთ. იმიტომ რომ ფარგლებს გარეთ, რაც ხდებოდა ეს თეატრი იყო, კინო ახლა იწყება.
გისურვებთ ერთიანობას და მშვიდობიან დღეებს!
პ.ს. კიდევ ერთხელ, თხოვნა მექნება ნუ იკამათებთ და იჩხუბებთ მიმდინარე დაძაბულობის ფონზე!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო...“ - ხვიჩა კვარაცხელია პატრიარქზე
⭕„ღმერთმა აცხონოს, ვუსამძიმრებ საქართველოს...“ - გიორგი ლობჯანიძე ილია მეორის გარდაცვალებაზე