ივნისი - ცხენებისთვის თვითდასჯის თვე 🐴🐴
ივნისი ცხენის თვეა, ამას + ცხენის წელი და თვითდასჯა უკვე ყალიბდება. და თუ თქვენს ბა ძის რუკაში ცხენის ნიშანი გაქვთ, ან მით უმეტეს ორი, მაშინ თვითდასჯის სიტუაცია ივნისში მნიშვნელოვნად ძლიერდება. თვითდასჯის გავლენით ადამიანი მიდრეკილია, „თითქოს არსაიდან", საკუთარი თავისთვის პრობლემები შექმნას. ისინი უშვებენ უხერხულ შეცდომებსა და გადაცდომებს, რამაც შეიძლება ურთიერთობა დააზიანოს და სხვა პრობლემები გამოიწვიოს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოდის, თითქოს ადამიანმა თავისი არასწორი ქმედებებით „თავი დაისაჯა“. თვითდასჯა ასევე შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ადამიანში შეიძლება იყოს ბევრი ეჭვი, კომპლექსი და მავნე ჩვევები.
☄ თუ პირად რუკაში ცხენები გვერდიგვერდ გრაფებშია, მაშინ თვითდასჯა უფრო გამოხატულია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფეთქებადი ემოციები, თავშეუკავებელი ქცევა და უკონტროლო აზარტი. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ტიპის თვითდასჯისას პრობლემა ასევე წარმოიშვას იმის გამო, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ემოციები წინ უსწრებს გონიერებას.
🐴🐴ასევე, პირად რუკაში ორ ცხენს შეუძლია მიიზიდოს ადამიანების გარემოცვა, რომლებიც მათ ცილს სწამებენ, ჭორებისა და ცრუ ბრალდებების საგნად აქცევენ. თუმცა, პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია. თუ შეგნებულად აკონტროლებთ თქვენს ქმედებებსა და აქტივობებს, აირიდებთ ისეთ სიტუაციებს, რამაც შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. ამ "ხაფანგის" თავიდან ასაცილებლად, ჩვეულებრივზე უფრო ყურადღებით იყავით.
იმისდა მიხედვით პირადი რუკის რომელ გრაფაშია წარმოდგენილი ცხენი, უსიამოვნებებმა შეიძლება სხვადასხვა სფეროში იჩინონ თავი 👇👇
• დღის სვეტი - ფიზიკური სხეული (ავადმყოფობა, დაზიანება, ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესება), პირადი პრობლემა, მეუღლესთან, ან პარტნიორთან ურთიერთობის გაუარესება. სახლში და სახლთან დაკავშირებული პრობლემები (თქვენი უძრავი ქონება).
• თვის სვეტი - პრობლემები სამსახურში, სკოლაში, ბიზნესში, ნათესავებთან, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში.
• საათის სვეტი - ბავშვები, ხელქვეითები, მოსწავლეები. შესაძლოა, პრობლემები წარმოიშვას თქვენს გეგმებთან, პროექტებთან და იდეებთან დაკავშირებით.
• წლის სვეტი - საზოგადოება, გარემო, სანათესაო.
თვითდასჯის განხილვის კიდევ ერთი ასპექტია იმის დადგენა, თუ რას წარმოადგენს თქვენთვის ცეცხლი👇👇
• თუ ცეცხლი თქვენთვის „ძმობაა" - ეს არის პრობლემები თქვენი ასაკის ადამიანებთან, კოლეგებთან და მეგობრებთან. როდესაც „ძმობა" არ არის სასარგებლო აქტიურდებიან კონკურენტები.
• თუ ცეცხლი თქვენთვის თვითგამოხატვაა - პრობლემებია ქცევასთან, თვითკონტროლის ნაკლებობასთან. ეს შეიძლება იყოს შემოქმედებითობის სტაგნაცია, არასწორი იდეები, ან წარუმატებელი პროექტები. ქალთან ეს არის პრობლემები ბავშვებთან დაკავშირებით.
• თუ ცეცხლი თქვენთვის სიმდიდრეს ნიშნავს - ფრთხილად იყავით ფულთან, ინვესტიციებთან, სესხებთან, ახალი პროექტების დაწყებასთან, მსხვილ შესყიდვებთან, განსაკუთრებით უძრავ ქონებასთან. მამაკაცის რუკებში ეს ასევე ნიშნავს პრობლემებს ქალებთან ურთიერთობაში.
• თუ ცეცხლი თქვენთვის ძალაუფლებას ნიშნავს - ადამიანის ქმედებები პრობლემებს უქმნის მას სამსახურში, უფროსებთან და ოფიციალურ ორგანოებთან (პოლიცია, საგადასახადო ორგანოები). ქალებში ეს მამაკაცებთან პრობლემებზე მიუთითებს.
• თუ ცეცხლი თქვენთვის რესურსია - დეპრესია, მენტალური პრობლემები და მოქმედებაში გაუბედავობა. ადამიანი ზედმეტად ბევრს ფიქრობს, ფიქრებით იტანჯება და რთულ სიტუაციებში გადადის.
🔥თუ ცეცხლი ხელსაყრელი ელემენტია, თვითდასჯის უარყოფითი გავლენა შემცირდება და შემსუბუქდება. თუ ცეცხლის ელემენტი არახელსაყრელია, ის უფრო ძლიერ დარტყმას აყენებს.
👉 ივნისში განსაკუთრებით სასარგებლოა სიმშვიდე. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ემოციების, ან სტრესის ფონზე. გახსოვდეთ, რომ იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს. იყავით ძალიან ფრთხილად, თუ ცეცხლი თქვენთვის სასარგებლო ელემენტი არ არის. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია, მიიღეთ რჩევები. ძალიან სასარგებლოა "ოთხი კეთილშბილი დამხმარეს" გააქტიურება.
ავტორი: თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ულამაზესი ანანო და სიმპათიური სიძე ბატონი❤“ - გიორგი სარდალაშვილის მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს