„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, დღეს შემოდის აღმოსავლური კალენდრის მიხედვით გველის წელიწადი. დღის გამოყენება შეიძლება სურვილების ჩასაფიქრებლად, ახალი საქმის წამოსაწყებად. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიურია. შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ დადებითად, გქონდეთ კარგი განწყობა, ჩაიფიქრეთ სწორი სურვილები, რათა მომდევნო წლის განმავლობაში ისინი აუცილებლად ასრულდება“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მათი 22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია 👇
ვერძი - კარგი იქნება თუ ახალ საქმიანობას დაიწყებთ, ნებისმიერი ახალი იდეა, მიზანი განახორციელოთ და ნაბიჯები გადადგათ. ძალიან კარგი დღეა ნებისმიერი წამოწყებისთვის.
კურო - მოგეცემათ შესაძლებლობა გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები დაურთიერთობები. თუ კი ფიქრობთ, რომ სადმე რაიმე არასწორი ნაბიჯი გაქვთ გადადგმული, ან სადმე შეცდით, მაქსიმალურად აიღეთ პასუხისმგებლობა, ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ მომდევნო წელი იყოს თქვენთვის წარმატებული.
ტყუპები - საინტერესო დღ გელოდებათ, შეეგუეთ ფაქტს, რომ დღეს მოგიწევთ სხვა ადამიანებზე ზრუნვა და მათი გათვალისწინება. დაეხმარეთ ყველას, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება.
კირჩხიბი - შედარებით ნეიტრალური დღეა, მოერიდეთ პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ქალებმა და ჩაიტარეთ პროფილაქტიკური პროცედურები.
ლომი - დღს წარმატებას ნებისმიერი საქმე მოგიტანთ თუ არ იზარმაცებთ და სწრაფად შეასრულებთ. ჯერ ძველი საქმეები დაასრულეთ და ახალი შემდეგ დაიწყეთ.
ქალწული - წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება იყოს უყურადღებობა, ამიტომ ყველაფერს მიაქციეთ ყურადღება, მაქსიმალურად კარგად შეაგროვეთ ინფორმაცია.
სასწორი - მნიშვნელოვანი დღეა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მეტყველებას, არ მოიტყუო, იყავით ფრთხილად! დღეს რასაც სხვას უსურვებ, მარტივად დაგიბრუნდება უკან.
მორიელი - თქვენთვის სწავლისთვის, ახალი ინფორმაციის, ენების შესასწავლად კარგი დღეა და გადადგით ნაბიჯები. დიპლომატია გამოიჩინეთ ლექტორებთან.
მშვილდოსანი - მომავალში წარმატების მისაღწევად კარგი იქნება თუ დღეს გააქტიურდებით და გადადგამთ პირველ ნაბიჯებს. იყავით აქტიურები და შეასრულეთ საქმე. იყავით პოზიტიურები.
თხის რქა - მნიშვნელოვანი დღეა, ფსიქოლოგი იქნებით სხვებისთვის, თითქოს ყველას დასჭირდება თქვენი გვერდში დგომა. არ დაივიწყოთ საკუთარი თავი.
მერწყული - ახალი საქმიანობის დასაწყებად ძალიან კარგი დღეა, შეგიძლიათ ახალი მიზნებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგათ. მეტი ყურადღება გმართებთ საჭესთან.
თევზები - დღევანდელი დღე უმჯობესია თქვენს ჰობს დაუთმოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, ამ ყველაფრის გაკეთება სასურველია სავალდებულო საქმეების დასრულების შემდეგ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით