Digest Logo

🎥 „იყავით მიზანსწრაფულები და სირთულეებს მარტივად გაართმევთ თავს...“ - ორი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1746163742
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა და ამ დღის გატარება უმჯობესია სიმშვიდეში. კარგი იქნება ვარცხნილობის ცვლილება, მაგალითად თმის შეჭრა“, - 2 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო, ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა:

ვერძი

არ არის სასურველი დრო დაკარგოთ უაზრო საუბრებში. თუ რაიმე მნიშვნელოვანი საქმის განხორციელება გსურთ, შეგიძლიათ პირდაპირ იმოქმედოთ. ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია შესაძლოა დამღლელი იყოს.

კურო

დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია. ამ პერიოდში შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ. დღის მეორე ნახევარში კი ემოციურობა მომატებული იქნება და შესაძლოა მწვავედ რეაგირებდეთ. არის კონფლიქტების ალბათობა.

ტყუპები

შესაძლოა დღე არ დაიწყოს ისე წარმატებულად, როგორც თქვენ გქონდათ დაგეგმილი. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია თქვენს სასიკეთოდ შეიცვლება. იღბალი თქვენს მხარეს იქნება.

კირჩხიბი

ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად. ასევე იყავით გულახდილები და სხვებს გაუზიარეთ თქვენი ფიქრები.

ლომი

მაქსიმალური დაკვირვებულობა გმართებთ. უნდა გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე. კარგი იქნება ფიზიკური დატვირთვა. არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულებები.

ქალწული

წარმატებული დღეა, თუმცა გაითვალისწინეთ რომ არ არის სასურველი სხვებისთვის რაიმეს მითითება, რადგან შესაძლოა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. ორიენტირდით საკუთარ თვზე.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ნებისმიერი აქტივობისთვის, რომელიც ფანტაზიას მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ არ არის სასურველი ახალი საქმეების დაწყება.

მორიელი

წარმატებული დღეა, იმ შემთხვევაში თუ სირთულეებს არ შეუშინდებით. იყავით მიზანსწრაფულები და სირთულეებს მარტივად გაართმევთ თავს. შეეცადეთ გადადგათ თამამი ნაბიჯები და გამოიჩინოთ ინიციატივა.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ნაყოფიერია. შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ შესაძლებლობები. ბევრი შანსი გამოჩნდება, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

თხის რქა

დღე არც ისე მარტივია, არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი და რთული საქმეები. კარგი იქნება თუ დღის გეგმას წინასწარ გაწერთ. სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები.

მერწყული

მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება მოგეთხოვებათ ადამიანებთან ურთიერთობაში. არის კონფლიქტების ალბათობა. გადადგით პირველი ნაბიჯი და გამოიჩინეთ ინიციატივა. შეიკავეთ თავი კამათისგან.

თევზები

წარმატებული დღეა, მოგეცემათ შესაძლებლობა თავი გაართვათ ისეთი სირთულის საქმეებს, რომლებსაც სხვებმა თავი ვერ გაართვეს. გაითვალისწინეთ, რომ დღის მეორე ნახევარში განიტვირთოთ და დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „მეორე დღესვე მითხრა, უთქვენოდ ვეღარ ვიარსებებ და თანხმობა მომეცით, შევხვდეთ ხოლმეო“ - დალი ჩიტალაძის დედის სიყვარულის ისტორია

🎥 „ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ კარგი შვილი მყავს, მაგრამ მე კიდევ უკეთესი მინდა“ - რას ჰყვება დათო ლიკლიკაძის დედა