Digest Logo

„იყავით ობიექტური და ნუ ენდობით ლამაზ დაპირებებს“ - 9 ოქტომბერს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი გვაქვს, რას გვირჩევს რამაზ გიგაური

1791527918
რამაზ გიგაური

დღეს, 9 ოქტომბერს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი გვაქვს.

📌 მთვარისა და ნეპტუნის ოპოზიცია (☽ ☍ ♆).

⚠️ იმატებს ილუზიების, ტყუილისა და ფაქტების არასწორად ინტერპრეტირების ალბათობა. ამ ასპექტის დროს ვხედავთ იმას, რაც გვინდა, რომ დავინახოთ და არა იმას, რაც რეალურად არის.

🛡️ ასე რომ, დღეს იყავით ობიექტური და ნუ ენდობით ლამაზ დაპირებებს. ნუ აჰყვებით მანიპულაციებს. შეეცადეთ, მოვლენებს გვერდიდან შეხედოთ.

🕒 მთვარისა და პლუტონის ტრინი (☽ △ ♇).

🔥 ზემოთ თქმულის პარალელურად, ძლიერდება ინტუიციაც, იღვიძებს ფსიქოლოგიური სიმტკიცე და რეგენერაციის უნარი. გვაქვს საკმარისი შინაგანი ძალა, რომ ყველაფერი, რაც (ან ვინც) მიზანმიმართულად გვატყუებს, ან უნებლიედ ჩვენს შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ცხადი გავხადოთ. ამისთვის კი სიღრმეებში ჩაწვდომაა საჭირო. აუცილებლად უნდა ვენდოთ ჩვენს შინაგან ხმას და ინსტინქტებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„10:10:10-ის კოდი“ - 10 ოქტომბერს განსაკუთრებული ახალმთვარეობაა: რას უნდა დავემშვიდობოთ და რა იწყება ჩვენს ცხოვრებაში

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕რისი წელი მოდის? ვისთვის იქნება ყველაზე ბედნიერი 2027 წელი, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

✕