Digest Logo

„ჯანდაცვა, პოლიტიკა, ეზოტერიკა ერთიანი მექანიზმია... შიშს ქმნის იმისთვის, რომ ადამიანმა დაიჯეროს, გამოსავალი მხოლოდ მათ ხელშია“ - როგორ ხდება მასობრივად ცნობიერების კონტროლი

1763733612
ცნობიერების კონტროლი

„სანამ შიშით სავსე პოსტს ან ინფორმაციას მიიღებ, ყოველთვის დაუსვი შენს თავს ერთი კითხვა, ეს ფაქტია თუ მხოლოდ ემოცია, რომელიც შექმნილია ჩემში პანიკის გამოსაწვევად? ჯანსაღი ინფორმაცია არასოდეს გადმოსცემს შიშს. პანიკა ეს უკვე მანიპულაციის ფორმაა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი წერს და გვიხსნის, როგორ ხდება მასობრივად ცნობიერების კონტროლი.

მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვა, პოლიტიკა, ეზოტერიკა ერთიანი მექანიზმია. შიში ხდება უნივერსალური ინსტრუმენტი სხვადასხვა სფეროში, შეშინებული საზოგადოება უფრო მარტივად მართვადი ხდება, უფრო მალე იჯერებს პროპაგანდას და ნაკლებად სვამს კითხვებს:

„როგორ ხდება მასობრივად ცნობიერების კონტროლი.

დღეს მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ ხდება შიშის მიზანმიმართული გავრცელება სოციალურ ქსელებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში.

შიში = ენერგია + კონტროლი ეს არის ფსიქოლოგიური და სოციუმური ფორმულა, რომლის მიხედვითაც შიში პირდაპირ მართავს ადამიანის ქცევას. როდესაც ადამიანი მუდმივ შიშის რეჟიმშია, მისი აზროვნება ფხიზელ მდგომარეობას კარგავს, ემოციური არევა კი მისი ქცევების კონტროლს უფრო მარტივს ხდის.
ემოციური ინფექციაა შიში ანუ როგორც კოლექტიური ვირუსი.

სოციალური მედიაში გავრცელებული დრამატული პოსტები, ზედმეტად ემოციური სათაურები და ხმაურიანი ცნობები ადამიანებს ფსიქოლოგიურად აინფიცირებს შიშით.

ჩვენ, როგორც სოციალური ადამიანები, ერთმანეთის ემოციებს ვითვისებთ. როდესაც ხედავ პოსტებს, რომელთა ტონი პანიკურია, შენი ფსიქიკა რეალურად რეაგირებს ისე, თითქოს საფრთხე ახლოს არის.
ეს პოსტები უმეტესად არ წარმოადგენს ფაქტებს, არამედ უშუალოდ ქმნის ემოციურ რეაქციას, რომელიც შემდგომ შიშად გარდაიქმნება.

შიში არის დაბალი ვიბრაცია, ენერგია, რომელიც ადამიანს მუდმივ თავდაცვით რეჟიმში ამყოფებს, ბლოკავს ქმედებას, აჩენს პანიკას და აქცევს ადამიანს იმპულსურად ადვილად მართვადად.

ახლა ავხსნი რატომ ვრცელდება, შიში ვის სჭირდება ეს. მისი გავრცელება არ არის შემთხვევითი. მას აქვს კონკრეტული მიზანი და ეს მიზანი არის კონტროლი.

სოციალური ქსელები, მედია და პოლიტიკური სტრუქტურები ხშირად იყენებენ შიშს, როგორც კოლექტიური აზრის მიმართულების ფორმირების იარაღს.

შეშინებული საზოგადოება ნაკლებად ფიქრობს დამოუკიდებლად.

ესაა საფუძველი, რითაც ხდება კოლექტიური ქცევის მართვა. ანუ ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი თემებიდან მეორეხარისხოვანზე.

მუდმივი დაძაბულობის ფონზე ხდება ემოციური ამოწურვა და ადამიანში უარყოფითი ვიბრაციის გაღვივება.თავისი ენერგიის დაკარგვა ისეთ თემებზე, რომლებიც რეალურად არ ემსახურება მის პირად განვითარებას.

სისტემა ყოველთვის ისწრაფვის სუსტ, შეშინებულ და ემოციურად დაღლილ ადამიანამდე, რადგან ასეთზე ზეგავლენის მოპოვება ყველაზე მარტივია.

მსოფლიო ჯანდაცვა, პოლიტიკა, ეზოტერიკა ერთიანი მექანიზმია. შიში ხდება უნივერსალური ინსტრუმენტი სხვადასხვა სფეროში, შეშინებული საზოგადოება უფრო მარტივად მართვადი ხდება, უფრო მალე იჯერებს პროპაგანდას და ნაკლებად სვამს კითხვებს.

როცა ადამიანს მუდმივად აშინებენ დაავადებებით, რისკებითა და პანდემიური რიტორიკით იზრდება სტრესი, შფოთვა, უძილობა, დეპრესია.

ეს თავისთავად ზრდის მედიკამენტებზე მოთხოვნას, ექიმებთან ვიზიტებს, ფსიქოლოგიურ მომსახურების საჭიროებას და სისტემაზე დამოკიდებულებას. ამით კი ხდება ფინანსური წრეების გამდიდრება.

ეზოტერიკაში ზოგი „მასწავლებელი“ შიშს ქმნის იმისთვის, რომ ადამიანმა დაიჯეროს, რომ გამოსავალი მხოლოდ მათ ხელშია. ეს არის ენერგეტიკული მანიპულაცია, სადაც შიში ქმნის დამოკიდებულებას.

როდესაც ვინმე გეუბნება, რომ „უნდა გეშინოდეს“, ეს ადამიანი ცდილობს მოიპოვოს შენი ენერგია და შენი ნება.
ახლა ავხსნი როგორ ვირუსდება შიში ფსიქიკაში. არსებობს ერთი ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი
რაც უფრო ხშირად ხედავს ადამიანი რაიმე საფრთხეს, მით უფრო რეალურად აღიქვამს მას.

შიში, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება პოსტებში, ფოტოებში და გადაჭარბებულ სათაურებში, ქმნის განცდას, რომ საფრთხე ყველგანაა. ასე იქცევა ადამიანი დაძაბულად, ფსიქოლოგიურად დაუცველად,ემოციურად სუსტად, ადვილად მანიპულირებადად.

ეს სუსტი ვიბრაციული მდგომარეობა სწორედ ისაა, რაც საჭიროა სისტემისთვის რადგან ენერგეტიკულად გაუბედავი ადამიანი თავის ძალას თმობს.

ახლა ვისაუბრებ როგორ გამოვფხიზლდეთ. სანამ შიშით სავსე პოსტს ან ინფორმაციას მიიღებ, ყოველთვის დაუსვი შენს თავს ერთი კითხვა, ეს ფაქტია თუ მხოლოდ ემოცია, რომელიც შექმნილია ჩემში პანიკის გამოსაწვევად?
ჯანსაღი ინფორმაცია არასოდეს გადმოსცემს შიშს. პანიკა ეს უკვე მანიპულაციის ფორმაა.

დღეს, ენერგეტიკულ სივრცეში ყველაზე ძვირფასი რესურსი არის ადამიანის ყურადღება და ენერგია.ვინც აკონტროლებს მასების შიშს, აკონტროლებს მათ ქცევასაც. შიში არის ინსტრუმენტი მართვისთვის,მედიისთვის რეიტინგისთვის ბიზნესისთვისაც კი. ასევე, ეზოტერიკოსებისთვის გავლენის მოსაპოვებლად.

როცა ხედავ, რომ გაშინებენ, იცოდე შენს ძალაზეა ნადირობა. სულიერი და ცნობიერი ადამიანი შიშის უკან ყოველთვის ხედავს წყაროს, მოტივს და მიზანს.სიცხადეში დაბრუნება იწყება მაშინ, როცა შიშს აღარ აძლევ უფლებას მართოს შენი ენერგია.

წაშალეთ ასეთი გვერდები სოციალურ ქსელებში, ვინც შიშს თესავს და ნახავთ თქვენი ენერგია მოიმატებს.
სიცოცხლეში მთავარი იმის გაცნობიერებაა, რომ არაფერია ღმერთზე ძვირფასი. არაფერია სიყვარულზე მაღალი და არაფერია ჩვენი არსის გაბრწყინებაზე ლამაზი“, - წერს თეო ხაბულიანი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ამ ორ მდგომარეობას შორის ტირილისა და სიჩუმის, თხოვნისა და მიღების ცეკვაა“ - რა განსხვავებაა ლოცვასა და მედიტაციას შორის

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბრის ბოლოს შედარებით რთული პერიოდი ელოდება

„ცეცხლის, თავისუფლების და იმედის სეზონი იწყება! ბევრს ექნება „შინაგანი შეტყობინებები” - რას მივაქციოთ ყურადღება მზის მშვილდოსნის გადასვლისას