სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „ამაზონკა“, რომელსაც ეზოტერიკოსი მართავს, საჯარო პოსტს აქვეყნებს, სადაც ლოცვასა და მედიტაციას შორის განსხვავებებზე საუბრობს.
მისი თქმით, როდესაც ადამიანი ლოცვას კითხულობს თითქოს უხილავი სამყაროს კარზე აკაკუნებს, ხოლო მედიტაციაში ადამიანი არ ლაპარაკობს ის ცარიელ ჭურჭლად იქცევა, რომელიც მზადაა შემოქმედის ჩურჩულის მოსასმენად:
„როდესაც ადამიანი ლოცვას კითხულობს თითქოს უხილავი სამყაროს კარზე აკაკუნებს.
ის თვალებს მაღლა სწევს, გულს ხსნის, ტკივილს ამხელს, მადლობას უხდის, ითხოვს და ხანდახან ყვირის კიდეც... მისი ხმა კი ზემოთ მიმართული ალია.
ლოცვა არის მიმართვის აქტი, რომელშიც არის იმედი, რწმენა და სულის ნება, რომ მოისმინონ.
ლოცვას ყოველთვის აქვს მიმართულება. ეს არის ნაკადი ადამიანიდან ღვთაებრივისკენ, მაშინაც კი, თუ მან არ იცის, მოუსმინეს თუ არა მას.
კაბალაში ამას „ივურს“ უწოდებენ - სულის ემბრიონულ მდგომარეობას, როდესაც ის ჯერ კიდევ შიგნითაა, მაგრამ უკვე გრძნობს რომ არსებობს რაღაც უფრო დიდი, რომლისკენაც შეუძლია გაემართოს.
მედიტაცია კიდევ ერთი კარია.
მასში ადამიანი არ ლაპარაკობს ის ცარიელ ჭურჭლად იქცევა, რომელიც მზადაა შემოქმედის ჩურჩულის მოსასმენად.
მედიტაციაში ენა ქრება, „მე“ ქრება, ქრება კეთების სურვილი და მხოლოდ ყოფნა რჩება.
მედიტაციაში სამყარო იშლება და მხოლოდ სიჩუმე რჩება, რომელშიც მოულოდნელად ჩნდება ხმა, რომელიც სხვა ნებისმიერისგან განსხვავდება. ეს არის ღვთაებრივი პასუხი არა ჩვენს სიტყვებზე, არამედ ჩვენს დუმილზე.
ლოცვა სანთლის ალივითაა, მედიტაცია კი წყლის წყნარ ანარეკლს ჰგავს. ორივე მნიშვნელოვანია.
ლოცვაში ჩვენ ვაშენებთ კიბეს დედამიწიდან ზეცამდე. მედიტაციის დროს კი ჩვენს სიღრმეებში ჩავდივართ, სადაც არც დროა და არც სიტყვები.
ფსიქოლოგიურად, ეს დიალოგისა და ჭვრეტის მსგავსია. ლოცვა ააქტიურებს შინაგან ბავშვს, რომელიც ამბობს „მომისმინე“. მედიტაცია აღვიძებს შინაგან ბრძენს, რომელიც მოლოდინის გარეშე უსმენს სამყაროს.
კაბალისტურად ლოცვა მალხუტის, უკანასკნელი სეფირას დონეა, სადაც შექმნის სურვილი შემოქმედთან შეერთებისკენ ისწრაფვის.
მედიტაცია არის კეტერი, გვირგვინი, სადაც სურვილი ქრება და ადგილს უთმობს მიღებას და ცნობიერებას.
ამიტომ, როდესაც ლოცულობ, შენში ღმერთს ხვდები და როდესაც მედიტირებ, ღმერთი გხვდება.
ამ ორ მდგომარეობას შორის ბრძოლა კი არა, ცეკვაა.
ტირილისა და სიჩუმის, თხოვნისა და მიღების ცეკვა. თუ ლოცვა შინაგანი მოწოდებაა, მაშინ მედიტაცია სიჩუმის სივრცეში დაბადებული პასუხია.
ორივე შემთხვევაში მარტო არ ხარ, ყველაფერი რეაგირებს და ყველაფერი თავის დროზე ბრუნდება.
თუ გრძნობ რომ არ გისმენენ, დაჯექი და მოუსმინე საკუთარ თავს. თუ დუმილის გეშინია, გულიდან ილაპარაკე.
გახსოვდეს, რომ სინათლისკენ მიმავალი არასწორი გზა არ არსებობს. მხოლოდ შენი სულის განსხვავებული რიტმები არსებობს, რომელიც ლაპარაკსა და სიჩუმეს სწავლობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბრის ბოლოს შედარებით რთული პერიოდი ელოდება