დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ემოციური და ინტუიციური, მეტად მგრძნობიარე და თანამგრძნობი თევზების, მთვარე კი, აქტიური და ენერგიული, მებრძოლი და შეუპოვარი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
დაიცავით და პატივი ეცით წინაპრების ტრადიციებს. კარგი დღეა ძველი ვალებისა და ვალდებულებებისგან განთავისუფლებისთვის.
თავი შეიკავეთ კამათისგან, ეგოიზმისა და სულსწრაფობის გამოვლენისგან. პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, რადგან სიჯიუტე და საკუთარი ინტერესების ნებისმიერ ფასად დაცვის მცდელობა მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პირობების წასაყენებლად, საყოფაცხოვრებო ნივთების და სპორტული ინვენტარის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება,
ჯანმრთელობა – არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ ფიზიკურ და სულიერ გადაღლას. კარგი დღეა თირკმელების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, კბილებს და სისხლძარღვოვან სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ლალი, ძოწი, სერდოლიკი, იაგუნდი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ქალი, რომელმაც მსოფლიოში დედის დღე დააწესა, უშვილო გარდაიცვალა
🔵„დოჩი“ ფეხმძმედაა - „ღმერთი მალე არამიწიერ ბედნიერებას მაზიარებს…“
🔵„ახლა რასაც წაიკითხავთ, მაშინ დავწერე, როცა საქართველომ უვიზო რეჟიმი მიიღო...“ - კალანდიას ემოციური პოსტი
🔵„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!“, „დედაშენი არის ღმერთი“ - ქართველი მწერლების საუკეთესო შემოქმედება დედაზე