Digest Logo

ქალი, რომელმაც მსოფლიოში დედის დღე დააწესა, უშვილო გარდაიცვალა

1646285470
 ანა ჯარვისი

დედის დღე პირველად ამერიკაში მე-20 საუკუნის დასაწყისში, მშვიდობის აქტივისტის, ანა ჯარვისის ძალისხმევით დაწესდა. 

მან კამპანია 1905 წლის 10 მაისიდან, საკუთარი დედის გარდაცვალების დღიდან დაიწყო და 1908 წელს მიაღწია იმას, რომ დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად იქნა აღიარებული.

შემდგომში ანა ჯარვისი ამ დღის კომერციალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგან მრავალმა კომპანიამ სერიოზული მოგება ნახა მისალოცი ბარათების, ყვავილების და სხვა საჩუქრების რეალიზაციით.

ანა ჯარვისი სასტიკად ბრაზობდა. ამბობდა, რომ დედის დღე უნდა ყოფილიყო ომში დაღუპული ჯარისკაცების დედების პატივის მისაგები და არა საჩუქრების ყიდვის დღე. მას უნდოდა, რომ ამ დღეს დედებს შვილებისგან ხელით ნაკეთი საჩუქრები და ხელნაწერი მისალოცი ბარათები მიეღოთ:

„ნაბეჭდი მისალოცი ბარათები იმის ნიშანია, რომ გეზარებათ მისწეროთ ქალს, რომელმაც ყველაზე დიდი რამ გაჩუქათ, ვიდრე მსოფლიოში სხვა ვინმემ. კონფეტები! ყიდულობთ მისთვის და მერე მთელ კოლოფს თავად მიირთმევთ!“ - ანა ჯარვისი

„დღე, რომლისთვისაც ამდენი ვიბრძოლე, კომპანიებმა საკუთარი მოგების წყაროდ გადააქციეს“, - ამბობდა ანა და აქციებით მოუწოდებდა, ბოიკოტი გამოეცხადებინათ სხვადასხვა კომპანიებისთვის. 1923 წელს ის დაპატიმრებულიც კი იყო მშვიდობის დარღვევისთვის.

ანა ჯარვისი 87 წლის ასაკში მარტოხელა და უშვილო გარდაიცვალა.

ჯარვისის დღესასწაული მალე სხვა ქვეყნებმაც დააწესეს და ახლა ის მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ერთადერთ შვილიშვილს ვფიცავ, ჩვენი ომში ჩართვა უნდათ... აქ რომ ომი დაიწყოს, პირველ რიგში ში­ნა­ურ მტრებს მო­ვუ­ღებთ ბო­ლოს“ - უცნობი

🔵„ასე აფხაზეთის და ცისფერი ზღვის ფოტოები რომ გეფრიალებიათ, იქნებ ენგურის საზღვარიც გაგვერღვია“ - დიკა სალაყაია

🔵„გადარჩენილა ეს ალქაჯი და ისევ მოახტა ახალ თვითმფრინავს - კვლავ განაგრძობს ოკუპანტების დედის @ყვნას!“ - ლიკლიკაძე

🔵დღეს ახალმთვარეობაა - როგორ უნდა მოიქცეთ ამ დღეს?