პესიმისტური განწყობის მიუხედავად, არ ღირს ნეგატიურ ფიქრებს და ცუდ წინათგრძნობას აყოლა, რადგან ასე მხოლოდ საკუთარი თავის რწმენას დაკარგავთ და ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობა.
გულდასმით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან არაა გამორიცხული დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა გულახდილობისა და საკუთარ გრძნობებზე გულწრფელი საუბრისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ნათესავებსა და მეგობრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან, მწარე და მარილიანი საკვების მირთმევისგან, მით უფრო, რომ მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, ოპალი, აქატი, მარგალიტი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔘სასიყვარულო რომანებსა და სკანდალებში გახვეული სალომე ჭაჭუას ამბები
🔘სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
წყარო: digest.pia.ge